fbpx
19:20 | 2020-10-23 ავტორი: Prime Time

პალმა რომ დგას, ისაა ჩემი სახლი. ეგ პალმა ჩვენ დავტოვეთ – ვახო სანაიას ემოცია გულრიფშში გადაღებული კადრების ნახვისას

პალმა რომ დგას, ისაა ჩემი სახლი. ეგ პალმა ჩვენ დავტოვეთ – ვახო სანაიას ემოცია გულრიფშში გადაღებული კადრების ნახვისას

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს აფხაზეთში, გულრიფშში გადაღებული კადრები.

 

როგროც ჟურნალისტი ამბობს, ეს კადრები ინტერნეტში პეტერბურგელმა ატვირთა, რომელიც ფილმს იღებს. ვახო სანაიას თქმით, კადრები ზუსტად მისი სახლის წინ არის გადაღებული.

 

„ჩემთვის ძალიან ემოციური ვიდეოა. ინტერნეტში დაიდო ეს კადრები. ვიღაც პეტერბურგელმა ატვირთა. ასე ამბობს ვიდეოში – ფილმს ვიღებ და გულრიფშში ევტუშენკოს სახლს ვეძებო. ქუჩაში გამვლელს შეხვდება. დგანან ზუსტად ჩემი სახლის წინ. ჭიშკართან. დიალოგში ადგილობრივი უყვება, როგორ გაყიდა ეს სახლი რუსმა თუ ვიღაც „პატრონმა“ და ეგეთ ამბებს.

 

ჩემს სახლზეა საუბარი. 27 წელია, არ ვყოფილვარ. ცხაკაიას ქუჩაა ეს. აქ გავიზარდე, ამ ქუჩაზე, ამ ეზოში. პალმა რომ დგას, ისაა ჩემი სახლი. ეგ პალმა ჩვენ დავტოვეთ. ეს ღობე მწვანე იყო მაშინ. დიდი სახლის გვერდით პატარა სახლიც დგას, კადრებში არ ჩანს კარგად..,“,- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X