18:56 | 2020-03-12 ავტორი: თამთა თორდია

პაატა იმნაძის დედა თავის პენსიას გურულის დღიურების ფონდისთვის გვაძლევს – გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის დედაზე, ნუნუ დუმბაძეზე, წერს, რომ ის მის კუთვნილ პენსიას გურული დღიურების ფონდის აძლევს.

 

გთავაზობთ მწერლის პოსტს:

 

„რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.

ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა“, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში პაატა იმნაძის დედის პოსტი გავრცელდა, რომელიც პაატა იმნაძემ ასე დააკომენტარა: დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ “.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X