fbpx
16:37 | 2020-10-30 ავტორი: Prime Time

პაატა იმნაძე: უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნები

პაატა იმნაძე: უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნები

დღეს დადგა ის პერიოდი, როდესაც, საბედნიეროდ, გამოჯანმრთელებული უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირებული. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დაავადებული ბევრი იყო, გავიდა დრო და ეს ადამიანები უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო იყოს.

წელს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიარქი საარჩევნო უბანზე არ მივა - მიზეზს ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს
2020-10-30წელს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიარქი საარჩევნო უბანზე არ მივა - მიზეზს ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს

 

„ამაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის.

 

პრაქტიკულად, იქ დაცვის მხრივ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როგორც საარჩევნო კომისიების წევრების, ასევე თვითონ არჩევნებზე მისული მოქალაქეების, რომ, თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან პრაქტიკულად, არ არსებობს იმის შანსი, რომ ადამიანს ადამიანისგან ვირუსი გადაედოს.

 

ჯერ ერთი, დროც ცოტაა, შემდეგ ნიღბითაა ადამიანი, კალამი ერთჯერადი იქნება, მარტო ინდივიდუალური მოხმარებისთვის, ასევე, ხელების დამუშავება- ყველაფერია გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X