00:00 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს

პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს

პაატა იმნაძის ინფორმაციით, COVID 19-ის გავრცელების პირობებში, სიცხის დამწევ საშუალებად უმჯობესია პარაცეტამოლის ჯგუფის წამლების გამოყენება, – იმნაძემ ამის შესახებ „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

 

მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის დროს იბუპროფენის ჯგუფის წამლების მიღება რეკომენდებული არ არის.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ რეკომენდაციას იძლევა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ, არ მიიღონ იბუპროფენი.

 

ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი, ნინა ბაკაშვილი სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს, რომ გაციების საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი გაზარდოს. ექიმი იმ პრეპარატებს ასახელებს, რომელიც ორგანიზმში ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას, რაც თავის მხრივ ამარტივებს კორონავირუსის შეჭრას ორგანიზმში.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 70 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები