12:56 | 2020-09-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ოზურგეთში ციხის მშენებლობაზე დასაქმებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთში ციხის მშენებლობაზე დასაქმებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ციხის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ეს ინფორმაცია “პრაიმ-ტაიმს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ ამ წუთებში დაუდასტურა.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 831 პაციენტი მკურნალობს, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია
2020-09-13ქვეყანაში კორონავირუსით 831 პაციენტი მკურნალობს, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია

 

„გვაქვს გურიაში კორონავირუსის მე-19-ე შემთხვევა ამ დროისთვის. ლაითურში, ციხის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბათუმელი მამაკაცია. ამ წუთებში მივდივართ ადგილზე, ლაითურში და მოხდება კონტაქტების მოძიება.

 

ჩვენ ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, არაფერი საგანგაშო არ ხდება, მართვადია ყველაფერი. უბრალოდ დავიცვათ წესები და ამით ავარიდებთ დაინფიცირების საფრთხეს ჩვენს ახლობლებას, ბებია-ბაბუებს, შვილებს.”- განაცხადა მჟავიამ ჩვენთან საუბარში.

 

შეგახსენებთ ეს გურიაში კორონავირუსის 19 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები