13:51 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

ოზურგეთის ორ სოფელში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

ოზურგეთის ორ სოფელში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის მსგავსად, სადაც ამავე სკოლის პედაგოგებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორი სოფლიში, ჩხაკოურა და ზოტშიც, სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ გვითხრა, დღეს დაიწყება ჩოხატაურში ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და გატარდება შესაბამისი სამუშაოები.

სკოლები იმერეთში, რომლებიც პირველკლასელების გარეშე დარჩნენ
2020-09-14სკოლები იმერეთში, რომლებიც პირველკლასელების გარეშე დარჩნენ

 

„მოგეხსენებათ, გუშინ ოზურგეთში და ჩოხატაურში პედაგოგებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. გამოკვლეულია ოზურგეთის კონტაქტები და გადავწყვიტეთ ბახვის სკოლაში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე გადავდოთ.

 

რაც შეეხება ჩოხატაურის კონტაქტებს, ამ წუთებში ვიმყოფებით სოფელ ჩხაკაურასა და ზოტში, დგინდება კონტაქტები და ჩოხატაურის იმ სკოლებში სადაც პედაგოგები მუშაობენ ჩხაკოურა და ზოტი, სწავლა იქაც გადაიგდება 1 ოქტომბრამდე. აქვე გეტყვით, რომ ჩოხატაურის შემთხვევის წყარო, ისევ დაუდგენელია“, – გვითხრა მჟავიამ.

 

შეგახსენებთ, გუშინ კორონავირუსი ოზურგეთსა და ჩოხატაურში 4 მასწავლებელს დაუფიქსირდა.

 

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: Prime Time


X