fbpx
17:55 | 2020-10-16 ავტორი: თამარ გონგაძე

ოზურგეთელი ბიჭები – ცნობილი ოთხეული გურული ფესვებით

ოზურგეთელი ბიჭები – ცნობილი ოთხეული გურული ფესვებით

ამ ცნობილ ქართველებს კარგად იცნობთ. ალბათ გიკვირთ, რა საერთო აქვთ ერთმანეთთან.

 

გეტყვით: სამივე გურიის ქალაქ ოზურგეთიდან გახლავთ. იქ დაიბადნენ, ბავშვობა იქ გაატარეს და სკოლის დასრულების შემდეგ დაადგნენ გზას დედაქალაქისკენ, გენიალური ნოდარ დუმბაძის ზურიკელა ვაშალომიძესავით.

 

ყველაზე მთავარი, ცხოვრების მარილი – იუმორი გურიიდან აქვთ. გურულ ფესვებს უმადლიან იმასაც, რომ ერთგულების ფასი იციან და მეგობრებს კუბოს კარამდე ერთგულობენ.

 

ცნობილია, რომ უყვართ პოლიტიკა. არიან პირდაპირები და ამბიციურები. ეს უკანასკნელი თვისება ჩვენს რესპონდენტებში რომ არ იყოს, ისინი დღეს წარმატებულები ვერ იქნებოდნენ.

 

ბექა ჩხაიძე: – ბავშვობა და კაცის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი გურიაში მაქვს გატარებული. ბიჭ-ბუჭობის, თინეიჯერობის პერიოდში იქ ნასწავლი ბევრი რამ მომყვება. უფროს ადამიანებთან ურთიერთობამ კაცის თვისებები მასწავლა, ერთგულება მასწავლა. რაც კარგი მაქვს, სულ ჩემი კუთხიდან მაქვს.

 

იუმორი, სისხარტე, არ არსებობს სიტუაცია, გამოსავალი არ ვიპოვო. ადამიანი ვერ ჩამჭრის, ენაში ვერ მომიგებს. ეს არის “გურულიზმი”. იქაური ძმაკაცები უერთგულესები არიან ყველანი. ძმობის სიტყვა საფლავის კარამდე მიგვყვება.

 

მომღერალი ბექა ჩხაიძე დაოჯახდა

 

მომღერალი ბექა ჩხაიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბავშვობის მეგობრები არიან. როგორც ბექა ამბობს, ბავშვობის მეგობარი თანამდებობამ ვერ შეცვალა, ისინი დღემდე მეგობრობენ.

 

ბექა: – მე და აჩიკო ბავშვობის მეგობრები ვართ. გვქონდა ჩვენი ოთხეული -მე, აჩიკო, მისი ძმა და დათუნა. სულ ერთად ვიყავით. გაჭირვებაც ნანახი გვაქვს, ათასი ფათერაკიც, ჩხუბშიც ერთად ვყოფილვართ და უამრავი თავგადასავალიც გადაგვხდენია. უკან მოხედვის არ გვრცხვენია. უთბილესი და უკარგესი ოჯახისშვილია.

 

ბავშვობიდან მიზანდასახული იყო. ქუჩაში ხომ ვიყავით, არ არსებობდა წიგნის წასაკითხად, სასწავლებლად არ შესულიყო სახლში. იმეცადინებდა და მერე ისევ გამოვიდოდა გარეთ. თურმე სად იჭვრიტებოდა ჩვენი მეგობარი? (იცინის) კი გავიდა დამკაში.

 

სოფლად ცხოვრება აუცილებლად მჭირდება! - გიორგი კეკელიძე მცხეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრებას ირჩევს
2020-10-07სოფლად ცხოვრება აუცილებლად მჭირდება! - გიორგი კეკელიძე მცხეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრებას ირჩევს

 

ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან გვერდში მდგომი კაცია. ახლაც ვაგრძელებთ მეგობრობას. როცა ვახერხებთ, ვხვდებით. ზოგჯერ ეს ოფიციალურადაც ხდება. დელეგაცია ჩამოდის, ოფიციალური ვახშამია და ჩემ კვარტეტთან ერთად ვმღერი. სტუმრები შენზე იყოს, სიმღერა ჩემზე-მეთქი, ვეუბნები. ასე ვაბალანსებთ ერთმანეთს. მეგობრობას რა წაშლის, რომელი თანამდებობა? ჩვენში ასეა.

 

აჩიკომ იცის და აქედანაც ვეტყვი, შენ გვერდით მიგულე, ძმაო. წარმატება და წინსვლა.

 

დიდ სიყვარულს ვგრძნობ როდესაც გურიაში ჩავდივარ. მამა მეხუმრება, ოჰ, ერის ბულბული ჩამევიდაო.

 

საყვარელი ფრაზა? – ა, ცა, მაცა, პაწა, რაც ნიშნავს, გოგო, დამაცადე, ცოტა ხანი. მიყვარს საკუთარ თავზე ხუმრობა და ღადაობა. იუმორი ვისაც აქვს, ის თავის თავზეც ხუმრობს.

 

არჩილ თალაკვაძე: ქეთის აქვს ის, რაც საყვარელ ქალს სჭირდება, ერთად გატარებული საღამოები, ჩემი ლექსები, ყვავილები - ინფო9

 

 

ვინ იტყვის, რომ მსოფლიო მოდის ტენდენციებთან “მოთამაშე” დახვეწილი ავთანდილი “გაქანებული” გურულია. არადა, ამბობს, მეტყობა, გურული რომ ვარო.

 

ავთანდილ ცქვიტინიძე: – იუმორი და ენერგეტიკა, ეს უპირველესია, რაც გურიიდან მაქვს. ამ ენერგეტიკის წყალობით ძალიან დადებითად იმკვიდრებ თავს.

 

გურიაში დადებითი ენერგეტიკის გაცემის სიყვარულით დავიბადე.

 

იუმორი ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა და ჩემი ენერგეტიკით მეტყობა, რომ გურული ვარ (იცინის).

 

ყველაფერი გურიასთან ასოცირდება ჩემთვის. ანეკდოტებიც კი მხოლოდ გურულებზე ვიცი. მოკლე, კვიმატი პასუხები, რომელშიც ხასიათი და მთელი კონცეფციაა.

 

ავთანდილ ცქვიტინიძის შვილი ტყუპისცალივით ჰგავს დედას

 

მოქმედება ბაზარში: აი, თევზი რაიზაა მოღუნული? გამყიდველს უჩივა მყიდველი. გამყიდველის პასუხი: ოჰ, მაი პავაროტში დევიჭირე! ეს არის გურულების მთელი კონცეფცია.

 

ბიჭს აყაჩაღებენ, ის “სემიჩკამს” ჭამს. აბა, დაყაჭე ფულიო! დეიჭირე აი “სემიჩკაო”, უთხრა ამ ბიჭმა. რათ მინდა “სემიჩკა”, მომე ფულიო. მეიცა, ჩამეივლის ვინმე ფულიანი, გეერთობი, მანამდეო.

 

გურულს ყველაზე იდიალურად ხატავს ეს ანეკდოტი. მთვრალი გურული აღებს კარს და გასაღებს უმიზნებს კლიტეს. იქიდან ეშმაკი ელოდება, საიქიოში წასაყვანად და თან აშინებს ხმებით. ეს გახედავს და ეტყვის – ე, მამფერი ყ…ეი რომ ხარ, იმიზა არ უყვარხარ არავისო.

 

2020-10-15"ჩემთვის აქ ყოფნა საკმაოდ სევდიანია. ამას ისიც განაპირობებს, რომ აღარავინ დამრჩა" - ნიკოლოზ რაჭველის სევდიანი რაჭა

 

აი, ეს კონცეფცია ისე მექცა ცხოვრების წესად, რომ არ დამიწესებია, ბუნებრივად.

 

გურიაში რომ ჩავდივარ მიყვარს იქაური ჰაერი და ენერგეტიკა. მიყვარს გვიმრების თავისებური სუნიც, რომელიც იქ გურულების სიზარმაცის გამო ძალიან ბევრია და უკვე ეგზოტიკად ითვლება.

 

ახლა მხოლოდ კლასელები მყავს იქ, რომლებიც სულ ჩემ გვერდით არიან, ცხოვრების ყველა ეტაპზე. ჩვენ მეგობრები ვართ. რაც დიზაინერი გავხდი, მიუხედავდ იმისა, რომ არც ხასიათი შემცვლია და არც დამოკიდებულება, მეგობრები ჩემთან ძველებურად შეხუმრებულები აღარ არიან. რატომღაც მორიდების მომენტი აქვთ.

 

ყველაფერს, ნებისმიერ არამისაღებ საქციელსაც გამართლებას უძებნიან. არიან პირდაპირები და იციან გვერდში დგომა, მეზობლობა, გაჭმევენ, გასმევენ, მოგიკითხავენ. კარი ღიაა, ბავშვები ერთად არიან. საოცარი ენერგეტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეიცვალა, გურია მაინც თავისი განსაკუთრებული ხიბლით დარჩა.

 

 

გიორგი კეკელიძეს სტატუსებისა და რეგალიების გრძელი სია აქვს – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პოეტი, ბლოგერი, ტელე-რადიო წამყვანი, სცენარისტი, ფონდი “გურული დღიურების” დამაარსებელი, ქველმოქმედი…

 

გასულ ზაფხულს მისი “სხვა გურული დღიურები” გამოვიდა. ძალიან ბევრ საინტერესო პასაჟს ამოიკითხავთ წიგნში. გთავაზობთ ერთ ნაწყვეტს.

 

“ახლა სოფლებში ის დრო დგებოდა, როცა ბიჭებს გოგოები გვიყვარდებოდა. უფრო მეტად – ჩამოსული გოგოები. უფრო დიდი ქალაქებიდან, ვიდრე, მაგალითად, ოზურგეთი იყო. შეიძლება გოგოებსაც უყვარდებოდათ ბიჭები, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და ხმამაღლა არ ამბობდნენ. ჩვენ კი გვიყვარდა ამ უცნაური, ვადიანი სიყვარულით, ზაფხულის შუიდან 30 აგვისტომდე.

 

ამ სიყვარულის არსს ვერავინ გაიგებს, თუ 1995 წლის 14 ივლისს, საღამოს შვიდ საათზე, ტუნგოების ბირჟაზე არ მისულა სველი სავარცხლით დავარცხნილი თმით და კისერზე წაკრული ბენდენით, სასხვათაშორისოდ გაფანტული მზერით და რაღაც გაურკვეველი სიმღერის ღიღინით. მისულა და ორ წუთში უკან არ გაბრუნებულა.”

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X