fbpx
16:41 | 2020-10-25 ავტორი: Prime Time

„ოცნება“ გადავა ოპოზიციაში და მათთან ვითანამშრომლებთ ყველა საკითხში – სააკაშვილი

„ოცნება“ გადავა ოპოზიციაში და მათთან ვითანამშრომლებთ ყველა საკითხში – სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შანსი აქვს, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა და სააკაშვილი მათთან თანამშრომლობას აპირებს.

 

„ივანიშვილი პირადად განიხილავს სხვადასხვა სცენარს, მაგრამ მე მინდა ვუთხრა, რომ დღეს მათ აქვთ შანსი, ჩემსავით მშვიდობიანად გადააბარონ ხელისუფლება. კანონის უზენაესობის ფარგლებში, არავინ არ აპირებს ივანიშვილზე, სხვებზე მითუმეტეს რაიმე ქმედებების განხორციელებას. ჩვენ აღარ გვაქვს უფლება რევანშის, შურისძიების, რომ ერთი და იმავე წრეზე ვიაროთ.

 

ჩვენ საქართველო უნდა გავაერთიანოთ, შევკრიბოთ, ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ. მიუხედავად იმისა, დღეს და გუშინ რას ვიძახდით ერთმანეთზე და რეებიც ჩაიდინეს ჩვენი აქტიივსტების მიმართ. ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, გადავდოთ გევრდზე და საქართველო გავაერთიანოთ. მას აქვს შანსი წყნარად გადასცეს ხელისუფლება და წყნარად გააგრძელოს არსებობა საქართველოში“- განაცხადა სააკაშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ყველაფერი აპატიოს ივანიშვილს, ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რევანშის დრო არ არის.

 

„მათი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ გადავა ოპოზიციაში და იქნება ცივილიზებული ოპოზიცია. ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ ყველა საკითხში.

 

გულში წყენას არ ჩავიდებთ, გვინდა „ოცნებასთან“ თანამშრომლობა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან “- განაცხადა სააკაშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X