fbpx
12:55 | 2020-09-16 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ოთარ ტატიშვილის უცნობი ქალიშვილი – უმშვენიერესი გოგონა, რომელიც მამის კვალს გაჰყვა

ოთარ ტატიშვილის უცნობი ქალიშვილი – უმშვენიერესი გოგონა, რომელიც მამის კვალს გაჰყვა

ცნობილი ქართველი ექიმი ოთარ ტატიშვილი, საზოგადოებამ წლების წინ მსახიობის ამპლუაში გაიცნო. ის სერიალ “შუა ქალაქში” ირაკლის როლს თამაშობდა, რომელიც მაყურებელს ძალიან შეუყვარდა.

 

 

2020-09-02"მერამდენეა, შვილო?" - ოთარ ტატიშვილის ოჯახში მატებაა, თუმცა კორონავირუსმა წვეულების დღის წესრიგი შეცვალა

 

 

პროფესიონალმა ექიმმა ეკრანი სერიალის დახურვის შემდეგაც არ მიატოვა და ახლა “იმედზე” დილის გადაცემის წამყვანია.

 

იუმორით განთქმულ ექიმს, მსახიობს და ტელეწამყვანს, საკუთარ ოჯახზე პრესასთან საუბარი არ უყვარს, თუმცა მამას პოპულარობით არც მისი შვილები ჩამოუვარდებიან.

 

 

პატარა ნანი ტატიშვილი მშობლებთან ერთად

 

 

 

მას პირველი ქორწინებიდან ორი ბიჭი ჰყავს, ერთ-ერთი შოთი ტატიშვილი მუსიკოსია და კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. ნაკლებად არის ცნობილი, ოთარ ტატიშვილის უმცროსი ქალიშვილის ნანი ტატიშვილის შესახებ.

 

 

 

ოთარს ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან ჰყავს. ნანი მშობლების გზას გაჰყვა და სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლის პარალელურად, ის მსახიობობითაც არის გატაცებული და სხვადასხვა სპექტაკლებშიც თამაშობს.

 

ოთარ ტატიშვილის მეორე მეუღლე, სტომატოლოგი თიკა სვანიშვილია.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X