fbpx
14:40 | 2020-06-26 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ოთახიდან არ გამოდიოდა, წიგნს კითხულობდა” – მწვრთნელი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ძიუდოისტზე

“ოთახიდან არ გამოდიოდა, წიგნს კითხულობდა” – მწვრთნელი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ძიუდოისტზე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს დილით სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან ჩხუბის ორივე მხარის მონაწილეები, მათ შორის სპორტსმენები.

 

დაკავებულთა შორის არის, ევროპის ჩემპიონი ჭაბუკ ძიუდოისტებში გიგა ტატიაშვილი. რომელიც იმ გოგონას კლასელი იყო, რომლის დაბადების დღეზეც დაპირისპირება დაიწყო და მოგვიანებით მაგისტრალზე გაგრძელდა.

 

„პრაიმ ტაიმი“ ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელს, გიორგი ყიზილაშვილს დაუკავშირდა, რომელიც გიგა ტატიაშვილის მწვრთნელი გახლდათ.

 

– ტელევიზორით გავიგე რაც მოხდა და გაოგნებული ვარ. გიგა არის უწესიერესი და მშრომელი ბიჭი. როცა ჩემთან ვარჯიშობდა ნაკრებში ერთი შენიშნვაც არ მიმიცია.

 

როგორ დაიწყო დაპირისპირება? - გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოება
2020-06-25როგორ დაიწყო დაპირისპირება? - გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოება

 

როდესაც შეკრებებზე მივდიოდით, გიგა თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობდა, თითით საჩვენებელი ბიჭი იყო.

 

ჩემს ხელში გახდა მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი. წინა ზაფხულს გვქონდა მსოფლიო ჩემპიონატი და რამდენიმე თვის წინ გადავიდა სხვა ასაკობრივ ნაკრებში, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა და ხშირად ვეღარ მოდიოდა ვარჯიშზე.

 

სად ჩააბარა არ ვიცი, მაგრამ კარგის მეტი მაგ ბიჭზე არაფერი ითქმის. უწესიერესი ბიჭია და ამას ყველა დაადასტურებს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X