09:52 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

ორთოპედიული ფიქსატორები და მათი მნიშვნელობა

ორთოპედიული ფიქსატორები და მათი მნიშვნელობა

ორთოპედიულ ფიქსატორებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს პროდუქტი სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს და ადამიანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. მათ  პაციენტები გამოიყენებენ როგორც ტკივილის შემსუბუქების,ასევე რეაბილიტაციის, იმობილიზაციის ან რომელიმე დაავადების პრევენციის მიზნით. მაგალითად, ხელისთვის სხვადასხვა ფიქსატორი არსებობს: მხრის, სხივ-მაჯის და თითების. თითოეულ მათგანს განსხვავებული დანიშნულება აქვს და მათ მომხმარებლები მოტეხილობის, ამოვარდნილობის,  ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის/დაავადების დროს გამოიყენებენ. ორთოპედიული ფიქსატორები არსებობს ფეხისთვისაც, მაგრამ მათ შორისაც არის განსხვავებები.  მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებს ბარძაყის კუნთების დაზიანებების დროს, სპორტული აქტივობების და ტრავმების შემთხვევაში  ატარებენ. ხოლო მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს მუხლის ფიქსატორები გამოიყენება. ასევე არსებობს ტერფის ფიქსატორებიც. ისინი ბრტყელტერფიანობის, ტერფის ან წვივის ტრავმების და სხვა დაავადებების დროს გამოიყენება.  ეფექტურია მათი ტარება როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობისას. კოჭის ფიქსატორი კი უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.  წელის ფიქსატორები  ხერხემალს  სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. ეს პროდუქტი ძალიან პოპულარულია, რადგან წელის ტკივილი და ზურგთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლებოს დიდ ნაწილს აწუხებს. წელის ფიქსატორები და ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და ხელს უწყობს ხერხემლის არეში  დატვირთვის შემსუბუქებას.

 

infomedical – მიიღე დეტალური ინფორმაცია ორთოპედიულ ფიქსატორებზე

Infomedical არის ახალი სამედიცინო პორტალი, რომელზეც ორთოპედიული ფიქსატორების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება არის  შესაძლებელი. ამ ვებ-გვერდზე თქვენ გაიგებთ, რაში დაგეხმარებათ ფიქსატორების გამოყენება. Infomedical-ზე მათი დანიშნულების, აღწერილობის, ფასისა და ხარისხის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული. გარდა ფიქსატორებისა, Infomedical  აერთიანებს ყველა იმ ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ პროდუქტს, რომელიც ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ვებ-გვერდზე ასევე გაეცნობით სტატიებს სამედიცინო პრობლემების შესახებ და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას საინტერესო საკითხებზე.

 

(R)

ავტორი: Prime Time

X