12:17 | 2020-02-13 ავტორი: Prime Time

ორსულობის შესაწყვეტად მისულ ქალს ბავშვის გაშვილება სამშობიაროში შესთავაზეს – სკანდალური საქმის ახალი დეტალები

ორსულობის შესაწყვეტად მისულ ქალს ბავშვის გაშვილება სამშობიაროში შესთავაზეს – სკანდალური საქმის ახალი დეტალები

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ორსულობის შესაწყვეტად მისულ ქალს ბავშვის გაშვილება სამშობიაროში შესთავაზეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

უფლებადამცველის თქმით, საქმეში ბავშვის სანაცვლოდ აღებული კონკრეტული თანხა არ ფიგურირებს და ის ბრალის დადგენილებაში არ წერია.

 

„არასასურველი ფეხმძიმობის შესაწყვეტად ქალი მივიდა კლინიკაში, სადაც გინეკოლოგმა მას ფეხმძიმობის შეწყვეტა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილება შესთავაზა. ბრალდება, რაც შვიდივე ბრალდებულს აქვს წარდგენილი, 172-ე მუხლი, ეს არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და ვიმედოვნებთ, საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება“, – ამბობს ადვოკატი, ლევან ჯავახაძე.

 

სამშობიარო გარიგებასთან დაკავშირებით ბრალდებებს გამორიცხავს.

 

მომხდარში 7 პირი ფიგურირებს, მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X