14:09 | 2020-07-03 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ორშაბათიდან შესაძლოა ღია საცურაო აუზები გაიხსნას

ორშაბათიდან შესაძლოა ღია საცურაო აუზები გაიხსნას

საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე დახურულია.

 

“პრაიმტაიმს” ერთ-ერთი საცურაო აუზის პიარ-მენეჯერმა განუცხადა, რომ ღია აუზები სავარაუდოდ ორშაბათიდან გაიხსნება, ხოლო დახურული აუზების და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა 20 ივნისს არის დაგეგმილი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X