21:43 | 2020-06-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ორსართულიან სახლში მცხოვრები ღორები და გორელი ფერმერის ინოცავია

ორსართულიან სახლში მცხოვრები ღორები და გორელი ფერმერის ინოცავია

გორის მკვიდრი ილია მთვარელიძე პროფესიით ზოოტექნიკოსია. წლების განმავლობაში ვითარდება, სწავლობს, სხვებსაც ასწავლის და ბევრისთვის სტიმულიც გახლავთ.

 

მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თქვა, რომ წლების წინ ხელოვნური განაყოფიერება, კვების ახალ ტექნოლოგიები შეისწავლა და სერიოზულად მოჰკიდა ხელი მოსახლეობაში ახალი მეთოდების დანერგვას.

 

– იოლი არ არის, ახალი მეთოდების უკეთესობაში დაარწმუნო ის ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება ღორს, ფრინველსა თუ ძროხას მამაპაპური მეთოდით ზრდის.

 

დავდიოდი სოფლებში, ვეწეოდი აგიტაციას, გლეხებს ვარწმუნებდი ახალი მეთოდების ეფექტიანობაში. 10 მსმენელიდან 5 მისვამდა სრულიად ლოგიკურ კითხვას: თუ ასეთი ეფექტიანია ცხოველთა კვების ახალი მეთოდები და საკვები, რატომ არ მყავდა მე თვითონ ღორები ან ძროხები? ამან გადამაწყვეტინა, გამეკეთებინა ფერმა და ჩემს მაგალითზე მეჩვენებინა გლეხებისთვის ის, რასაც სიტყვიერად ვეუბნებოდი.

 

Нет описания фото.იქ, სადაც 80-ზე მეტი ღორი მყავს, სპეციფიკურ სუნს ვერ იგრძნობთ, რადგან ღორებს შესაბამის სამყოფელს ვუწყობთ: ვჭრი 70 სმ-ზე ვოლიერის სიღრმეს, გარშემო ბეტონს ვასხამთ ისე, რომ ნახერხს, რომელსაც ამ ორმოში ჩავყრით, მიწასთან შეხება არ ჰქონდეს. შემდეგ ორმოში ვყრით ნახერხს ბოლომდე, ვშლით სიმინდის ღერღილში არეულ სპეციალურ ბიობაქტერიას, ვბარავთ, ვასველებთ თბილი წყლით და შეგვიძლია, საქმის დასრულებისთანავე შევიყვანოთ ღორები ვოლიერში.

 

ეს არის “კეთილი” და “ცუდი” ბაქტერიები, რომლებიც უამრავ საჭირო საქმეს აკეთებენ. ახლა ჩამოგითვლით, რა უპირატესობა აქვს ბიობაქტერიების გამოყენებას: არ დგება ფერმაში სუნი, რადგან ბაქტერია ზემოქმედებს ცხოველის ფეკალიებზე და მტვრად აქცევს მას.

 

შესაბამისად, არ სჭირდება ფეკალიებს გადარეცხვა, არ დგება ფერმაში წყალი. არ გჭირდება ზედმეტი მუშახელი, არ გჭირდება გათბობა, რადგან ბაქტერია საკმარის სითბოს გამოყოფს და ასეთ პირობებში ღორი არ მოიხმარს ზედმეტ საკვებს, რაც ზედმეტ ხარჯს გამორიცხავს.

 

დაახლოებით 4-6 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი სჭირდება 1 ღორს, მაგრამ ზოგიერთი “ქართულ ბიზნესს” აკეთებს და 4 კვადრატულ მეტრში 2-3 ღორს ათავსებს. ეს კი ფაქტობრივად, დანაშაულია, რადგან ბიობაქტერია, რომელიც გაშლილია ამ 4 კვადრატულ მონაკვეთში, გათვლილია ერთი ღორის გამოყოფილი ფეკალიების დასაწვავად. ფერმერები ცდილობენ, ეკონომია გააკეთონ, მაგრამ ეს დროებითი ეფექტია, ასეთი ეკონომია ბოლოს სადღაც “წამოეწევა” და უფრო მეტ ზარალს ნახავს.

 

გამიხარდება, თუ ამ სფეროში კონკურენცია გაიზრდება, რადგან გაცილებით ხარისხიანი პროდუქტი შეიქმნება და ყველა ფერმერი მეტად განვითარდება. ხანდახან იწყებენ ლაპარაკს, რომ ქვეყანაში გაყინული ხორცის იმპორტი აიკრძალოს. მე გეუბნებით: თუ ქვეყანაში არ შემოვა ხორცი უცხოეთიდან, ჩვენ მშივრები დავრჩებით, რადგან საქართველოში არ იწარმოება იმდენი ხორცი, ქვეყნის მოსახლეობა რომ უზრუნველყოს. მაგალითად, ადამიანს აქვს ხორცის მაღაზია და სთავაზობ, რომ ხორცით მოამარაგებ. ის გეუბნება, რომ დღეში 2 ღორს ყიდის. ეს თვეში 60 ღორია, წელიწადში – 700-ზე მეტი. ამდენი ღორი საიდან უნდა მოიყვანო? ამიტომ, ჯერჯერობით აუცილებელია გაყინული ხორცის იმპორტი.

 

GzaPress

 

– ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული თაობა ჯანმრთელია და არც მავნებელია საკვებად?

 

– გარწმუნებთ, არანაირი უარყოფითი მხარე არა აქვს.

 

– ერთი დედა ღორიდან რა მოგება შეიძლება ნახოს ფერმერმა?

 

– ადამიანმა, ბიზნესის დაწყებისას, უნდა იცოდეს, თვითონ უნდა აკეთოს თუ სხვას დაავალებს. აუცილებელი პირობაა, თავად იქვე ტრიალებდეს. როგორი კარგი მუშა ან დამხმარეც უნდა გყავდეს, აუცილებელია, თავადაც იქ იყო. ოჯახის წევრისგან მოტყუებული უამრავი ფერმერი შემხვედრია. თავიდან დაჰპირდება ოჯახის წევრი, რომ იმუშავებს, მიხედავს ფერმას, მაგრამ მერე არ ჰყოფნის ნებისყოფა, რომ 12-13 თვე დაელოდოს შემოსავალს და თავს ანებებს. ღალატობს და საქმე ფუჭდება.  პირველ რიგში უნდა ჰყავდეს ხარისხიანი ღორი. შესაძლოა, ათმა ხარისხიანმა ღორმა მეტი შემოსავალი მისცეს, ვიდრე ოცმა უხარისხომ.

 

 

 

ჩემს მაგალითს მოგიყვანთ: ჩემი გოჭი ღირს 200 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ჯიშის გოჭი – 150. გლეხს ურჩევნია, ჩემგან წაიყვანოს და მეტი გადაიხადოს, რადგან უფრო მეტ და უფრო ხარისხიან ხორცს მიიღებს. კიდევ, უნდა ჰყავდეს ისეთი ღორი, როგორიც სხვას არ ჰყავს. უნდა ეძებოს ვაჭარი, დაეკონტაქტოს მაღაზიის მფლობელს და ხარისხიანი ხორცით დააინტერესოს.

 

ღორების საამისოდ შენობის მეორე სართულსაც ვიყენებთ. სადმე გინახავთ, ღორი მეორე სართულზე? ამ მხრივ ნოვაცია მაქვს და თავსაც გადასარევად გრძნობენ.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X