fbpx
17:56 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

ორმაგი მკვლელობა საქართველო-რუსეთის საზღვარზე

ორმაგი მკვლელობა საქართველო-რუსეთის საზღვარზე

ცოტა ხნის წინ, საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის მონაკვეთზე, ნეიტრალურ ზონაში ორმაგი მკვლელობა მოხდა.

 

რუსეთის მოქალაქეს შელაპარაკება მოუხდა მამაკაცთან, რომელიც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე გახლავთ. ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილების მძღოლები იყვნენ.

 

შელაპარაკების დროს სატვირთოს მძღოლმა მეორე მძღოლს, რუსეთის მოქალაქეს თავში ქვა ჩაარტყა და მოკლა.

 

ფაქტს, გარდაცვლილის შვილიც შეესწრო, რომელმაც მძღოლს ცივი იარაღით ასევე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

 

მომხდრს შსს-ში ადასტურებენ. უწყებაში განგვიმარტეს, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია რუსეთის ერთი მოქალაქე.

 

ასევე იხილეთ ვიდეო: დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ტრაილერის მძღოლი მოკლა – დაკავების კადრები

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X