fbpx
16:02 | 2020-10-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ორივეჯერ დამიფიქსირდა, G ანტისხეულები – ნოდიკო ტატიშვილის თქმით, კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა

ორივეჯერ დამიფიქსირდა, G ანტისხეულები – ნოდიკო ტატიშვილის თქმით, კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა

„იანვარში ვიყავი ძალიან ცუდად. ერთი კვირა მქონდა სიცხეები და ვიწექი. მაშინ არ იყო კოვიდი შემოსული საქართველოში, ჩემს გარშემო ბევრი მაღალი სიცხის გამო ჩაწოლილი იყო, მათ შორის ვიყავი მე.

 

ივნისში ორჯერ გავიკეთე ანალიზი და ორივეჯერ დამიფიქსირდა, G ანტისხეულები.“ – ამის შესახებ კოვიდინფიცირებულმა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა „ტევე პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმის ეს იმას ნიშნავს, რომ მას .

 

„ახლაც სიცხეები დამეწყო და ცოტა გამიძნელდა. არ ვაპირებდი კლინიკაში გადასვლას თუმცა როცა ექიმმა მითხრა, რომ უნდა დავწოლილიყავი საავადმყოფოში, რადგან მარტო ვიყავი და შეიძლება გართულებები წასულიყო. რაღაცნაირი ვირუსია, ვერ გაუგებ.

 

ახლა ჩემთან ერთად არის ადამიანი, რომელსაც არც სიცხე არ აქვს და არც ხველა და არანაირი გამოხატული სიმპტომები, თუ არ ჩავთვლით პნევმონიას. მადლობა ღმერთს, რომ მე არ მაქვს ფილტვების ნათება, თუმცა მაქვს დაზიანება მსუბუქი ფორმით.

 

სისხლში ცვლილებები მაქვს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ბოჭორიშვილის“ კლინიკის მედპერსონალს, მათთან თავს დაცულად ვგრძნობ.“ – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X