fbpx
18:52 | 2020-08-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„თუ გველები არ გამოვიდნენ, რაღაც საშინელება მოხდებაო“ – სასწაული, რომელიც გიორგი ახვლედიანმა თავად იხილა

„თუ გველები არ გამოვიდნენ, რაღაც საშინელება მოხდებაო“ – სასწაული, რომელიც გიორგი ახვლედიანმა თავად იხილა

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი „პრაიმტაიმს“ იმ სასწაულის შესახებ უყვება, რომელიც საბერძნეთში, კუნძულ კეფალონიაზე ყოველ მარიამობას ხდება და რომლის შემსწრეც თავად გახდა.

 

საუბარია გველების სასწაულზე, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას კლდიდან გამოდიან გველები, შედიან ტაძარში და იქ დასვენებულ ღვთისმშობლის ხატებზე განლადგებია. ამ სასწაულს კი წინ ლეგენდა უძღვის, რომლისაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დღემდე სჯერათ.

 

„საბერძნეთში, კუნძულ კეფალონიაზე ბევრი საინტერესო სასწაული ხდება, რომელიც ღვთისმშობლობას უკავშირდება. მათ შორის ერთ-ერთი არის გველების სასწაული.

 

როდესაც კლდიდან გამოდიან გველები, შედიან ტაძარში და განლაგდებიან ღვთისმშობლის ხატებზე განლაგდებიან.

 

მოქმედება ხდება სოფელ არჯინიაში, ორი სოფელია სადაც გველების სასწაული ფიქსირდება – არჯინია და მარკო პოლო. სოფელ არჯიანაში, მდებარე ისტორიულ ტაძარში დაახლოებით მე-14 – მე-15 საუკუნეში დაიწყო ეს ყველაფერი.

 

მთაზე მდებარე ტაძარში იყო დედათა მონასტერი, რომელსაც ძალიან ხშირად თავს ესხმოდნენ ამ კუნძულს მეკობრეები. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, როგორც ლეგენდა გვიყვება მეკობრეებმა ალყა შემოარტყეს მონასტერს. დედებმა დახმარება ღვთისმშობელს სთხოვეს, რომელმაც ისმინა თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია.

 

ამ პატარა სოფელში ყველაზე ამ სასწაულის გარშემო ტრიალებს, სადაც ყოველ ღვთისმშობლობაზე ათეულობით ათასი ადამიანი ჩადის. თავდაპირველად ტაძარი კლდეზე იყო მიდგმული, კლდის გარშემო იყო გაშენებული მონასტერიც, ახლა ასე აღარ არის, ტაძარი დაინგრა და დაახლოებით 50 მეტრში ახალი ღვთისმშობლის ტაძარი ააშენეს.

 

ლეგენდის მიხედვით დედაოები გველების სახით გამოდიადნენ ტაძარში და ეს მართლაც ასე ხდება ყოველ მარიამობას. როგორც ამიხსნეს, მეცნიერული თვალსაზრისით წლის განმავლობაში ეს გველები არსად არ ფიქსირდებიან. სწორედ ამ დღეს გამოიდიან და ერთი კვირის შემდეგ უკან კლდეში ბრუნდებიან, მთელი წლის განმავლობაში კი მათი ნახვა თითქმის შეუძლებელია.

 

მონასტრის ძველ ადგილას, როცა გამოდიან გველები, მრევლი და სტიქაროსნები მიდიან გველებს შუშის კოლბაში ჩააწყობენ და მიჰყავთ ტაძარში. საიდანაც შემდეგ ღვთისმშობლის ხატებზე იკავებენ ადგილს. ერთი მნიშვნელოვანი ამბავია აქ, ერთი კვირის განმავლობაში ეს გველები არიან საოცრად მშვიდობიანი და კეთილგანწყობილნი.

 

მე მაშინ პირველად შევეხე ქვეწარმავალს, ძალიან ბევრს ვფიქრობდი, თავიდან ფიქრიც კი არ მსიამოვნებდა ამაზე. მაგრამ როცა სიუჟეტს აკეთებ Stand-up უნდა ჩაწერო, გველი ხელში უნდა დაიჭირო, აჩვენო ადამიანებს როგორი მშვიდობიანია, გადავლახე ეს ბარიერი.

 

Image may contain: გიორგი ახვლედიანი, indoor

 

და სხვათა შორის პირველსავე მომენტში მეუცნაურა ქვეწარმავლების ტემპერატურა, როგორც წესი მათი სხეული არის ცივი. თუმცა ეს პატარა გველები იყვნენ ისეთი თბილები, პირველი კითხვა ეს დამებადა ეს ნამდვილი გველია თუ სხვა რაღაცაა თქო? მითხრეს, რომ სითბო ამ გველებისთვის დამახასიათებელი ნიშანიაო.

 

გველები არიან თუ არა შხამიანები ამის დადგენა ზუსტად ვერ მოვახერხე, რადგან სოფლის მაცხოვრებლების ნაწილი ამბობდა, კის ნაწილი – არას.

 

Image may contain: 2 people, including გიორგი ახვლედიანი, people sitting

 

სოფელში არის ასეთი ლეგენდაც, რომ თუ გველები არ გამოვიდნენ იმ დროს რაღაცა საშინელება მოხდება, გადმოცემით ზოგი ყვება, რომ 1939-ში არ გამოვიდნენ და ომი დაიწყო, მაგრამ ისტორიული დადასტურება ამ ფაქტს არ აქვს.

 

როდესაც უკვე სტიქაროსნებმა წაიყვანეს ისევ იმ კლდესთან, ტაძრიდან 50 მეტრში, გაგვაფრთხილეს, რომ როცა გველებს გაუშვებდნენ ხელი აღარ მოგვეკიდებინა. ვიფიქრე ეს ისევ მორიგი ლეგენდა იყო, ვიღებდით როგორ უნდა გამოსრიალებულიყვნენ კოლბიდან. ჩვენთან ერთად სხვა ტურისტებიც იყვნენ ერთი-ერთმა ახალგაზრდა გოგომ, რომელმაც მოფერება გადაწყვიტა,

 

უცებ ამ გველმა ისეთი ნახტომი გააკეთა ამ გოგოს საკბენად, როგორც კობრამ. გავგიჟდი, როგორ? ნუთუ ეს ის გველია, რომელსაც ხალხი ერთი კვირის განმავლობაში კოცნიდა, თავზე იდებდა, ეფერებოდა“, – გვიყვება გიორგი ახვლედიანი.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X