fbpx
19:16 | 2020-05-31 ავტორი: ნინი ტაველიძე

ორი სიტყვის თქმა მინდა ტრამპისთვის, რომელიც F-თი იწყება და you-თი მთავრდება – ჩიკაგოს მერი

ორი სიტყვის თქმა მინდა ტრამპისთვის, რომელიც F-თი იწყება და you-თი მთავრდება – ჩიკაგოს მერი

ჩიკაგოს მერი, ლორი ლაიტფუტი დონალდ ტრამპს მინეაპოლისში გამართული აქციების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აშშ-შ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. ამის შესახებ chicago.suntimes-ი წერს.

 

ვინ არის კახეთში პირველი ინფიცირებული
2020-05-31ვინ არის კახეთში პირველი ინფიცირებული

 

„ვხედავთ, რა თამაშს თამაშობს, რადგან ეს ყველაფერი ნათელია და ის ამაში ძალიან ძლიერი არ არის. მას სურს, შეცდომები ადგილობრივ დემოკრატ ლიდერებს გადააბრალოს.

 

მისი მიზანი არის პოლარიზება, ადგილობრივი მთავრობის დესტაბილიზაცია და რასიზმის საფუძველზე დაპირისპირების გაღვივება.

 

ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ. გაუშიფრავად ვიტყვი, რისი თქმა მინდა დონალდ ტრამპისთვის – ეს ორი სიტყვაა, რომელიც F-თი იწყება და you-თი მთავრდება“,- აცხადებს ლორი ლაიტფუტი.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

 

ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

 

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X