fbpx
14:43 | 2020-10-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“ – კოვიდინფექციით გარდაცვლილ 32 წლის ქალზე ახალი დეტალები ვრცელდება

„ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“ – კოვიდინფექციით გარდაცვლილ 32 წლის ქალზე ახალი დეტალები ვრცელდება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა. იგი კლინიკა „ჯერარსში“ მკურნალობდა.

 

გარდაცვლილი 32 წლის თათია ხურციძეა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა ქალი სამოქალაქო სექტორში საქმიანობდა, ამასთან ქუთაისში ერთ-ერთ სასტუმროს ფლობდა.

 

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

 

„32 წლის ქალბატონი გუშინ გარდაიცვალა. მწვავე პნევმონიით და სუნთქვის უკმასიროსობით. გარდაცვალების მიზეზი გახდა კოვიდ-19. თანმხლები დაავადება რამდენადაც ვიცი ჰქონდა, თუმცა სიკვდილის მიზეზი გახდა ინფექცია“,- ამბობენ კლინიკაში.

 

ცნობისთვის, stopvoc-ის მიხედვით სულ საქართველოში კორონავირუსით 238 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

 

ამასთან ქვეყანაში, ინფიცირების 32127 შემთხვევაა დადასტურებული.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X