23:48 | 2020-06-17 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ორი კვირის წინ შევამოწმე, მაგრამ სვარკაზე არის ეგ ლიფტი! – დეტალები „მკვლელ ლიფტზე“, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე ჩაწყდა

ორი კვირის წინ შევამოწმე, მაგრამ სვარკაზე არის ეგ ლიფტი! – დეტალები „მკვლელ ლიფტზე“, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე ჩაწყდა

ბაგრატიონის 6 ნომერში გუშინ მეცხრე სართულიდან ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის შედეგად, 4 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

 

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ისინი დიდი ხნის მანძილზე ითხოვდნენ ლიფტის შეცვლას, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩებოდა.

 

როგორია არასრულწლოვნის მდგომარეობა, რომელიც ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავდა
2020-06-16როგორია არასრულწლოვნის მდგომარეობა, რომელიც ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავდა

 

პასუხისმგებელი პირი, ბადრი თედიაშვილი “ტვ პირველთან” საუბარში აცხადებს, რომ ლიფტი ბოლოს ორი კვირის წინ შეამოწმა და ყველაფერი კარგად იყო.

 

“ბოლოს ორი კვირის წინ შევამოწმე, მაგრამ სვარკაზე არის ეგ ლიფტი, როგორ მოძვრა და რა დროს არ ვიცი” – განუცხადა ჟურნალისტს ბადრი თედიაშვილმა.

 

ლიფტი აღნიშნულ კორპუსში კომუნისტების დროს დამონტაჟდა.

 

კაბინა გუშინ საპირწონე რელსებიდან იმ დროს ამოვარდა, როდესაც მეცხრე სართულზე იყო.

 

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +