17:51 | 2020-03-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ორი გზაა: ჩავწერო ვიდეოები რომ კატას ვეფერები ან იოგას ვვარჯიშობ, ან შევეცადოთ ხალხს დავეხმაროთ – სააკაშვილი

ორი გზაა: ჩავწერო ვიდეოები რომ კატას ვეფერები ან იოგას ვვარჯიშობ, ან შევეცადოთ ხალხს დავეხმაროთ – სააკაშვილი

ერთია – დავჯდე სახლში, ჩაწერო ვიდეო იოგას ვვარჯიშობ, ან მეორე გზაა ხალხს დავეხმარო“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

სააკაშვილი ამბობს, რომ მან საქართველოს მთავრობას დამხარება შესთავაზა, თუმცა, ეს არ გაითვალისწინეს.

 

„სიტუაცია არის ძალიან მარტივი. ხალხს სჭირდება სადეზინფექვიო საშუალებები, ხელთათმანები, პირბადეები. მთავრობამ ეს ვერ უზრუნვეყლო.

 

გასაგებია არსებობს რაღაც მიზეზები, რის გამოც ეს ვერ უზრუნველყო. ახლა მე მთავრობაზე თავდასხმას არ ვაპირებ. როდესაც ხალხს ეს სჭირდება საუკეთესო საშუალება არის სახლში მიტანა.

 

რამდენიმე დღის წინ, გამოვედი საჯაროდ, ვუთხარი აგერ ბიბლიოთეკაში დევს ეს საშუალებები. მოდით, წაიღეთ და თქვენ დაარიგეთ. თქვენ გყავთ ხალხი, ოფიციალური სტრუქტურები და უკეთესად დაარიგებთ თქვენ.

 

ერთია, რომ მე დავჯდე სახლში, ცნობილი ადამიანებივით რომ წერენ, ამ წიგნებს ვკითხულობ, კატას ვეფერები, იოგას ვვარჯიშობ და ასეთი ვიდეოები ჩავწერო, ან მეორე გზა არის შევეცადო, ყველა შევეცადოთ, ჩვენ ხალხს დავეხმაროთ“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ” 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია.

 

შექმნილი ვითარების გამო, ბოდიში მოიხადა ნიკა მელიამ.

 

ვინაიდან, 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული აკრძალვის თანახმად, 10-ზე მეტი ადამინის ერთად შეკრება იკრძალება, პოლიციამ ხალხმრავალი შეკრების ორგანიზატორი 15 ათასი ლარით დააჯარიმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X