20:52 | 2021-01-16 ავტორი: Prime Time

ორი დღეა დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან… – პედიატრი მშობლებს მიმართავს

ორი დღეა დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან… – პედიატრი მშობლებს მიმართავს

ბავშვებში გავრცელებული კორონავირუსის შემდგომი სინდრომის შესახებ პედიატრი ლელა ზანგურაშვილი მშობლოებს რჩევებს აძლევს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„2 დღეა კუჭაშლილი ბავშვების დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან, შემთხვევით კოვიდის „ახალი გართულება“ ხომ არ აქვთ მათ შვილებს. მგონი მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი პოსტი მომწიფდა:

 

„მეგობრებო, MIS-C ანუ ბავშვთა მულტისისტემური ანთების სინდრომი ძალიან იშვიათი (!) და თითქმის ყოველთვის ძალიან მძიმე (!) მდგომარეობაა. როგორც თავად სახელი გვეუბნება, დაავადება მულტისისტემურია, ანუ ორგანოთა რამდენიმე სისტემას მოიცავს. ის არასდროს (არასდროს!) შემოიფარგლება მხოლოდ ერთი, მაგალითად კუჭ-ნაწლავის, სისტემით.

 

ახალ წელს დედამთილის საფლავზე შევხვდი, მკვლელი ვარ და ვინანიებ - ქალის მძიმე ისტორია
2021-01-16ახალ წელს დედამთილის საფლავზე შევხვდი, მკვლელი ვარ და ვინანიებ - ქალის მძიმე ისტორია

 

მოკლედ, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ბავშვს, რომელსაც ფაღარათის, ღებინების და მუცლის ტკივილის გარდა არაფერი აწუხებს და სიცხეც კი არ ჰქონია, ან 1-2 დღეში დაუმთავრდა, MIS-C ჰქონდეს.

 

ცხადია, MIS-C-ზე ჯერ ძალიან ცოტა რამეა ცნობილი, მაგრამ ცალკე CDC-მ და ცალკე WHO-მ ძალიან გარკვევით განსაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ისმება დიაგნოზი. ამ კრიტერიუმებიდან თუ მხოლოდ ერთი სრულდება (კუჭ-ნაწლავის აშლილობა) ვერანაირ მულტიანთებით პროცესზე ვერ ვილაპარაკებთ.

 

ამიტომ, არა, კოვიდგადატანილ ბავშვს თუ ფაღარათი აქვს, მაშინვე მულტისისტემური ანთების სინდრომზე არ უნდა ვიფიქროთ. უბრალოდ ელექტროლიტები (რეჰიდრონი) უნდა დავალევინოთ. კი, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ზუსტად ისევე, როგორც ყოველთვის. კი, პედიატრს უნდა მიმართოთ. განსაკუთრებით, თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, თუ სიცხე 3 დღეზე მეტად გახანგრძლივდა, ან თუ სხვა, კუჭ-ნაწლავთან დაუკავშირებელი ჩივილები დაემატა. სულ ეს არის“,- წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

ავტორი: Prime Time


X