12:58 | 2020-04-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს – თიკა მახალდიანის მეუღლე ვიდეოს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს – თიკა მახალდიანის მეუღლე ვიდეოს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

თიკა მახალდიანის მეუღლე თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

 

„ბედნიერია თამუნა ამ ვიდეოში. თავის ერთადერთი კუსანას იუბილე აქვს. არ მჩვევია სტატუსების დაწერა უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტი რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით ოჯახი განადგურებულია საოცარი ადამიანი მოგვიკლეს საოცარი დედა გიჟი ბებია და მეგობარი ყველასგან გამორჩენილი ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართავ თხოვნით შსს ორგანოებს.

 

გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება, მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს.

 

ქალი რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზრდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფს და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა.

 

ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა ბებია და შვილიშვილის ერთ საათიან საუბრით და ერთმანეთან მოფერებით.

 

ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს, რა უთხრა ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს, ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემ ოჯახში ხდება.

 

დიდი იმედი მაქვს რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე სოციალურ ქსელში.

 

 

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა.

 

მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გარდაცვლილი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

 

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.

#ბედნიერია თამუნაამ ვიდეოში თავის ერთადერთი კუსანას იუბილე აქვს❤️😢არ მჩვევია სტატუსების დაწერა უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო.მომხდარი ფაქტი რაც მოხდა ყველამ კარგათ ვიცით ოჯახი განადგურებულია საოცარი ადამინი მოგვიკლეს საოცარი დედა გიჟი ბებია და მეგობარი ყველასგან გამორჩელი ურთიერთობით და სიყვარულით.მინდა მივმართავ თხოვნით #შსსორგანოებს. გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება,მაქსიმალურად შეფასონ და სწორი და სამრთლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს. ქალი რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო სული მისდიოდა იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზდილ ბავშზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიხაც ვაჟკაცის ქეიფს და ღრიანცელის გამო სიცოცლე მოესწრაფა. ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა ბებია და შვილიშვილის ერთ სათიან საუბრით და ერთმანეთნა მოფერების ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს რა უთხრა ხან რას ვიგონებ ხან რას.ვერ უყურებ ჩემი მეღლის გათიშულ სახეს ამას ვერ გაუძლებს ვერავინ რაც ჩემ ოჯახში ხდება. მიდა მივმართო ასევ იმ საცოდავს მეცოდება მისი შვილები და მეუღლე თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოს ზე აღიაროს და თვითინ მოითხოვოს საჯელი ეს იქნება მისი მონანიება.თუ შინა პატიმრობა უნდა და ურჩევნია გაკეთოს პირადათ ჩემთვის უკეთესია უფრო ადვილად მივწვდები,#თამუნას ვერ გავაცოცხლებ მაგრამ ჩემ ცოლშვილს ვერ უყურებ ესეთ მდგიმარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ ველოდებით გამოძიებას. და დიდი იმედი მაქვს რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ🙏🏽.

Gepostet von Temo Pirvelashvili am Dienstag, 21. April 2020

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X