16:11 | 2020-05-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა – კახა კალაძე ოქრუაშვილზე

ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა – კახა კალაძე ოქრუაშვილზე

პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა, ყველამ ყველაფერი იცოდა, თუ რა იყო, ზოგადად, ყველგან არსებობს პოლიტიკური მორალი, ამის სტანდარტები, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამ დონემდე არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„როდესაც ჩვენ პოლიტიკაში ვხედავთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ოქრუაშვილი, უგულავა და კიდევ სხვა, ახლა აღარ გავაგრძელებ… მმართველი პარტიისთვის, რა თქმა უნდა, კომფორტულია ასეთი ადამიანების არსებობა ოპოზიციაში, ჩვენ ხომ ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივართ.

 

რა თქმა უნდა, ასეთი ოპოზიციის არსებობა, რომელიც არის გამარგინალებული, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მაშინ, როდესაც უნდა იმართებოდეს დებატები და პოლემიკა ქვეყნისთვის საჭირბოროტოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

გვაქვს განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მდგომარეობა, თუმცა ამ ყველაფრის შეცვლაც შესაძლებელია და ეს ყველაფერი შეუძლია შეცვალოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“, – განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა „ღამის მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა:

 

„ყოველგვარი ტრაბახისა და დაკნინების გარეშე ვიტყვი, რომ ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ.

 

მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ გაისროლა. ეს არის უპატიებელი შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების მხრიდან“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები