00:40 | 2021-04-24 ავტორი: ზურა დვალაშვილი

ოქრუაშვილმა განმარტა, რატომ გამოაქვეყნა ვაშაძის შიშველი ფოტო – „რომ “გაგატიტვლოთ” ეგ რატომ არ მოსულა?“

ოქრუაშვილმა განმარტა, რატომ გამოაქვეყნა ვაშაძის შიშველი ფოტო – „რომ “გაგატიტვლოთ” ეგ რატომ არ მოსულა?“

“ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემი ტიტველი ფოტო გამოფინა, რომელიც სუს-მა ამოაგდო ვაიბერის ჩანაწერით. ეს რა პოლიტიკაა, გამაგებინეთ”, – გიორგი ვაშაძის აღნიშნულ განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა.

 

ოქრუაშვილის თქმით, “გიორგი ვაშაძის სიშიშვლემ ქვეყანა მოიცვა” და ეს მისი “მიღწევაა”.

 

„მეფეა ტიტველი გოგიტაჯან და შენ მასთან შედარებით ვასალი კი არა პლებეა ხარ, რა ჩემი ბრალია. შენ და ხაზარაძე ნიკა მელიას და 20 ივნისის გაშავებას ცდილობთ და ჩვენ რომ “გაგატიტვლოთ” ეგ რატომ არ მოსულა? შენმა “სიშიშვლემ” ქვეყანა მოიცვა და ეგ ჩვენ არ გვიქნია, თავად მიაღწიე მაგას.”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემი ტიტველი ფოტო გამოფინა – გიორგი ვაშაძე

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X