fbpx
16:05 | 2020-11-19 ავტორი: Prime Time

ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურიდან გამოიწვიეს

ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურიდან გამოიწვიეს

ცნობილი ხდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურ პარტიებს დამკვირვებლები არ ეყოლებათ. მათ საკუთარი წარმომადგენლები უკვე გამოიწვიეს.

 

საუბარია იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელთაც საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადეს, ესენია:

 

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია;
  • ევროპული საქართველო;
  • სტრატეგია აღმაშენებელი;
  • ლელო;
  • პატრიოტთა ალიანსი;
  • გირჩი;
  • მოქალაქეები;
  • ლეიბორისტული პარტია.

 

მათივე განცხადებით, მთლიანი საარჩევნო პროცესი არის ფარსი, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებენ.  ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და მოსახლეობას მოუწოდებს, არ მივიდნენ არჩევნებზე.

 

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და  ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს, რვავე ოპოზიციური პარტია შეუერთდა,  რომელმაც  საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი  ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი  საჩივრებიდან, ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არც ერთი დააკმაყოფილა, ხოლო არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან მხოლოდ 17%.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X