fbpx
13:57 | 2020-12-17 ავტორი: Prime Time

ოპოზიციონერ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ნაგვის ურნაში მოთავსებას” უპირებენ

ოპოზიციონერ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ნაგვის ურნაში მოთავსებას” უპირებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გაიმართა. შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ. ისინი მმართველი გუნდის დეპუტატებს შეძახილებით დახვდნენ.

 

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ჩავლიაშვილის ყველაფერზე სამართლებრივად პასუხს აგებს. თუმცა, არ გამორიცხავენ „მის ურნაში მოთავსებას“.

 

„დღეს აქ სამარცხვინო და მატყუარა დეპუტატები შევიდნენ. ჩვენ ველოდებით ასევე ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც ოპოზიიონერი დეპუტატია და მან ისარგებლა იმით, რომ მანდატი ერგო. ამიტომ ამ სამარცხვინო დაწესებულებაში შედის. ჩვენ აუცილებლად პასუხს ვაგებინებთ სამართლებრივად. მაგრამ არ არის გამორიცხული ნაგვის ურნაში მომთავსება მოუწეიოს,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

ავტორი: Prime Time
X