12:31 | 2020-04-03 ავტორი: ლიზი მეტრეველი

ოპოზიცია მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს და პარტნიორებს მიმართავს

ოპოზიცია მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს და პარტნიორებს მიმართავს

საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება – ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები მთავრობას საერთაშორისო ფინანსურ დახმარების მისაღებად მხარს უჭერენ და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ.

 

„პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ. საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ, ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას“ – წერია ოპოზიციის საერთო განცხადებაში.

 

ხელმომწერები:

  1. გირჩი
  2. ევროპული საქართველო
  3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  4. ახალი საქართველო
  5. რესპუბლიკური პარტია
  6. სამოქალაქო მოძრაობა
  7. თავისუფალი საქართველო
  8. ევროპელი-დემოკრატები
  9. პარტია სამართლიანობისთვის
  10. მოძრაობა ახალი საქართველოსთვის
  11. გამარჯვებული საქართველოსთვის
  12. კანონი და სამართალი
  13. თავისუფალი დემოკრატები
  14. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  15. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო
  16. ემსახურე საქართველოს
  17. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  18. საქართველო ლიდერთა შორის
  19. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  20. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  21. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  22. ლელო საქართველოსთვის
  23. ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები