fbpx
02:28 | 2021-01-28 ავტორი: Prime Time

ოპერაციის შემდეგ, დეპრესიისას, კენჭების საწინააღმდეგოდ… – რეკომენდაცია ლიმონიან ჩაიზე გიორგი ღოღობერიძისგან

ოპერაციის შემდეგ, დეპრესიისას, კენჭების საწინააღმდეგოდ… – რეკომენდაცია ლიმონიან ჩაიზე გიორგი ღოღობერიძისგან

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ლიმონიანი ჩაის ავ-კარგიანობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ლიმონი ძალიან მგრძნობიარეა სითბოზე, ამიტომ თუ ცხელ ჩაის გააკეთებთ, შეეცადეთ, ლიმონი მაშინვე არ ჩააწუროთ. ლიმონი მხოლოდ შეგრილების შემდეგ ჩააწურეთ. რადგან C ვიტამინი ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურაზე. საკმარისია, ჩაის ტემპერატურა 30 გრადუსი, C-ვიტამინი დაიწყებს დაშლას, ხოლო 60 გრადუსზე უფრო დაშლილია. თუ ლიმონიანი ჩაისგან სარგებელის მიღება გსურთ, ეს რჩევა გაითვალისწინეთ.

 

ლიმონიან ჩაის სხვა ბევრი სარგებელიც აქვს. პოსტ-ოპერაციულ პერიოდში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ქსოვილების გაკვეთის შემდეგ იწყება მისი აღდგენა, ამისთვის კი კოლაგენია საჭირო. C-ვიტამინს საჭიროებს.

 

გარდა ამისა, როცა ოპერაცია წარმოებს, ლიმფური ძარღვები ზიანდება და ადვილად შუპდება ნაოპერაციები მიდამო. ლიმონი ხელს უშლის სითხის დაგროვებას და შეშუპებას შეამცირებს.

 

ყოველ დღე სიკვდილს ველოდები - სარეცელზე მყოფი ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
2021-01-27ყოველ დღე სიკვდილს ველოდები - სარეცელზე მყოფი ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს

 

გულის უკმარისობის დროს დიდი რაოდენობით ჩაის მიღება სასურველი არ არის. ლიმონიანი ჩაი სითხესაც აკავებს ნაწილობრივ ჩვენს სხეულში და ამძიმებს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მდგომარეობას.

 

ლიმონი დეპრესიის წინააღმდეგაც ძალიან კარგად მუშაობს.

 

თუ გაწუხებთ თირკმელები და გაქვთ კენჭები, ამის უმთავრესი ნაწილი არის კალციუმის ოქსალატისგან აგებული კენჭები, ლიმონში ერთი საოცარი ნივთიერებაა, ციტრატი,  მას შეუძლია კალციუმს ისე მიუერთდეს, რომ ოქსალატი ჰაერში დატოვოს, ამიტომ ლომონიანი ჩაის მიღების შემთხვევაში კენჭების განვითარების ალბათობა ნამდვილად მცირდება.

 

თუ კბილები გაწუხებთ, ლიმონიანი ჩაის დალევის შემდეგ ძალიან მალე გამოივლეთ, თუ კარიესი გაქვთ, შეიძლება მდგომარეობა გაამძაფროს“, – ამბობს ღოღობერიძე.

ავტორი: Prime Time
X