18:18 | 2020-06-22 ავტორი: Prime Time

ონკოლოგიური დაავადების დასამარცხებლად, თელაველმა ქალმა, მუშაობა ტაქსის მძღოლად დაიწყო

ონკოლოგიური დაავადების დასამარცხებლად, თელაველმა ქალმა, მუშაობა ტაქსის მძღოლად დაიწყო

თელავში, ერთ- ერთ გამზირზე, გაჩერებული ტაქსის მძღოლებს შორის, ყურადღებას ახალგაზრდა ქალი იქცევს, რომელიც, თავისი ავტომობილით, ქალაქში, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

 

მეგი ხანჯალიაშვილი 38 წლისაა. ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი, მას, წელიწადნახევრის წინ დაუსვეს. ოპერაციისა და ქიმიოთერაპიული მკურნალობის რთული გზა უკვე გაიარა.

 

მეგის ახლა, დაავადებაზე გამარჯვების, ახალი, არანაკლებ მძიმე ეტაპი აქვს გადასალახი.

 

„ფეხმძიმობის შემდეგ, უსაშველო წონაში მატება მქონდა. ვფიქრობდი, სახელმწიფოს დაფინანსებით, ოპერაცია გამეკეთებინა. ამ პრობლემით საავადმყოფოში მისულს, კუჭზე სიმსივნე აღმომაჩნდა. ოპერაცია ჩამიტარეს, ქიმიაც გავიკეთე, ახლა აუცილებელ პრეპარატებს ვიღებ“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ახალგაზრდა ქალი.

 

მეგის სამი შვილი ჰყავს, მათგან უფროსი 17წლის, ხოლო უმცროსი 8 წლისაა. ოჯახი, თელავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

 

ჩვენი გმირი ამბობს, რომ მძიმე დიაგნოზის, ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების გაწევის შემდეგ, ოჯახს თავის გატანა ძალიან გაუჭირდა. სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური შემწეობა, ბავშვების მინიმალურ მოთხოვნილებებსაც ვეღარ აკმაყოფილებდა.

 

„ძალიან გაგვიჭირდა. მკურნალობაც და შემდეგ აუცილებელი პრეპარატებიც ძვირია. კატასტროფული ფასები აქვს იმ გამოკვლევებსაც, რაც ონკოლოგიურ ავადმყოფს სჭირდება.

 

ბავშვებს კვება უნდათ, აუცილებელი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი. საიდან უნდა მოვიტანოთ?“,  – განაგრძობს მეგი.

 

თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა, წამლისა და ოჯახის სარჩენი თანხის საშოვნელად, უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და მეგობრის ავტომანქანით, ტაქსის მძღოლობა გადაწყვიტა.

„გამუდმებით ვეძებდი ისეთ წამალს, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარებოდა“ - კისისხეველმა ქალმა მეფუტკრეობა მეუღლის ავადმყოფობის გამო დაიწყო
2020-06-17„გამუდმებით ვეძებდი ისეთ წამალს, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარებოდა“ - კისისხეველმა ქალმა მეფუტკრეობა მეუღლის ავადმყოფობის გამო დაიწყო

„ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოცი წელია, მართვის მოწმობა მაქვს. ქალი ტაქსის მძღოლისათვის საზოგადოება მზად არ არის.

 

რამდენმა გამაგონა ყურში, ეს რა ქალის საქმეაო, მაგრამ არავის ვუსმენ. ჩემს შვილებს, ჩემს ჯანმრთელობას ასე სჭირდება. ჩემი შვილები და მეუღლე მხარში მიდგანან, ეს არის ჩემთვის მთავარი“, – ამბობს მეგი.

 

ნათხოვარი ავტომობილითა და ნაჩუქარი, გატეხილი ტრაფარეტით, ერთი შეხედვით უჩვეულო საქმის წამოწყებიდან, თითქმის სამი თვე გავიდა. ტაქსის მძღოლი ქალი, ქალაქში, ნელ-ნელა პოპულარული ხდება.

 

„წამლები რომ არ მივიღო, არ შეიძლება. ახლა ისევ თმის ცვენა დამეწყო და გამოკვლევები მჭირდება. სოციალურ ქსელში, ჩემი მხარდამჭერი კომენტარები ვნახე, თელაველები მამხნევებდნენ და ძალიან გამიხარდა. ასე, რომ ჩემი შესაძლებლობებითა და პატიოსანი შრომით, ვიბრძვი გადასარჩენად.

56 წლის უსინათლო მარნეულელი კაცის ისტორია
2020-06-0756 წლის უსინათლო მარნეულელი კაცის ისტორია

მართალია, ტრაფარეტი ნაჩუქარია და თან გატეხილი, მაგრამ მგზავრის გადაყვანა, ნამდვილად უსაფრთხოდ შემიძლია“, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.

 

მეგის ტაქსი, თელავში, ალაზნის გამზირზე დგას. მომხმარებლის გამოძახებას მძღოლი ტელეფონითაც იღებს.

 

მეგისთან ერთად, სიცოცხლის ტაქსით, ქალაქში გადაადგილება, სულ რაღაც სამი ლარი ჯდებ

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები