16:32 | 2020-07-31 ავტორი: Prime Time

ონის რაიონში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

ონის რაიონში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

ონის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაო დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. გუშინ საღამოს დამატებით 5 სოფლის ენერგომომარაგების აღდგენა მოხერხდა.

 

სტიქიის გამო მოწყვეტილ ზონაში, ჭიორას, გლოლასა და ღების მიმართულებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თუმცა, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მობილური ბრიგადების ადგილზე გადაყვანა მოხდა ვერტმფრენით.

 

რაჭაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები სხვადასხვა სამთავრობო სამსახურის კოორდინაციით გრძელდება
2020-07-29რაჭაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები სხვადასხვა სამთავრობო სამსახურის კოორდინაციით გრძელდება

 

დაზიანების ადგილებში გადატანილია საჭირო მასალებიც. კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინოს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X