20:23 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

„ომში მაცილებ დეეო?“ – ლაშა ბექაურის დედა ოლიმპიადაზე წასვლამდე შვილთან საუბარს იხსენებს

„ომში მაცილებ დეეო?“ – ლაშა ბექაურის დედა ოლიმპიადაზე წასვლამდე შვილთან საუბარს იხსენებს

ლაშა ბექაურის დედამ, ვიკა წიკლაურმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შვილს დაბადების დღე მიულოცა და გაიხსენა, რა უთხრა, ტოკიოში გამგზავრებამდე.

 


„ომში მაცილებ დეეო, სიხარული ქონდეს შენს თბილ გულს დეე, დედაღვთისმშობელმა შეისმინოს დედაშენის ლოცვა Lasha Bekauri-ო!!! ჯანმრთელობას, სიყვარულს,სიკეთეს გისურვებ, გესახელებინოს სამშობლო!დაბადების დღეს გილოცავ დედას სიყვარულო,“ – წერს ვიკა წიკლაური.

 

შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ძიუდოს ტურნირზე, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხდა და ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

 

ფინალამდე ლაშამ ნახევარფინალში რუს მიხაილ მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს მოუგო. უფრო ადრე ბექაურმა ასპარეზობას ისრაელის წარმომადგენელი, ლი კოჩმანი და პოლონელი პიოტრ კუჩერა გამოთიშა.

 

ამ დროისთვის ტოკიო 2020-ზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია – 1 ოქრო და 2 ვერცხლი. ორივე ვერცხლი ძიუდოისტების ანგარიშზეა. ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები ლაშა შავდათუაშილი და ვაჟა მარგველაშვილი გახდნენ.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!