fbpx
15:44 | 2020-09-13 ავტორი: Prime Time

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 9 თვის ბავშვს კოვიდ-19 ზუგდიდში დაუდგინდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 9 თვის ბავშვს კოვიდ-19 ზუგდიდში დაუდგინდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, 357 ნიმუში გაიტესტა, მათგან 8 დადებითია.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, 8 კოვიდინფიცირებულიდან ერთი არასრულწლივანია. მისივე თქმით, მშობლები 9 თვის ბავშვთან ერთად, 7 სექტემბერს, ენგურის გავლით გადმოვიდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი იმყოფებოდნენ ანაკლია- განმუხური საკარანტინე სივრცეში.

 

ბავშვი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება დანარჩენ 7 კოვიდინფიცირებულს, ისინი, ე.წ საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო ნაწილი მათი კონტაქტებია.

 

ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად, 110 ადმიანი იმყოფება, ხოლო 280 თვითიზოლაციაშია.

 

ავტორი: თეა შონია

 

„კონტაქტი მქონდა ინფიცირებულთან, ახლა სიცხე მაქვს“ - მაია ასათიანი
2020-09-13„კონტაქტი მქონდა ინფიცირებულთან, ახლა სიცხე მაქვს“ - მაია ასათიანი

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X