fbpx
10:47 | 2020-05-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, ერთი რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია და აფხაზეთში 12 მაისს დაბრუნდა.

 

შტაბის განცხადებით, მეორე ინფიცირებულიც სამშობლოში ახლახან დაბრუნდა, თუმცა, საიდან არ აკონკრეტებს. ინფიცირებულები გუდაუთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ამ დროისთვის დადასტურებულია სულ 15 შემთხვევა. მათგან 2 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X