15:30 | 2020-03-04 ავტორი: Prime Time

ოკუპაციის მიუხედავად საქართველო თავისი გეზიდან არ გადაუხვევს – პრეზიდენტი

ოკუპაციის მიუხედავად საქართველო თავისი გეზიდან არ გადაუხვევს – პრეზიდენტი

„თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრალამენტში წლიური ანგარიში წარდგენის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩვენ ახალი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება როგორც პარტნიორებთან, ისე რუსეთთან.

 

„თუ მისი მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია. მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას.

 

ჩვენ კი, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. და ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და გავიგოთ: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მით უმეტეს – გარიგებას.

 

ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წითელი ხაზის გავლებით წინსვლას, და, რაც მთავარია, საზოგადოების ერთსულოვნებას.

 

როცა ვიცით, რომ  მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას, არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს ვიწრო,  შიდა პოლიტიკურ არენაზე. არ შეიძლება, ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში.

 

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ ერთიანდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები