22:54 | 2021-02-11 ავტორი: თამარ გონგაძე

ოჯახშიც ჩანს, ლელა როგორია… ჩემი უფლებები “შელახულია“ – “მამულიჩა” იუბილარ ლელაზე

ოჯახშიც ჩანს, ლელა როგორია… ჩემი უფლებები “შელახულია“ – “მამულიჩა” იუბილარ ლელაზე

12 თებერვალს ლელა წურწუმია 52 წლის ხდება. იუბილარს მეუღლე სიურპრიზებს უმზადებს. კახა ამბობს, რომ მისი პრიმადონა ცოლი ოჯახში ლიდერია და ხუმრობით წუწუნებს კიდეც, ჩემი უფლებები ირღვევაო.

 

მოსწონს ლელას გადაცემა და ის, თუ როგორ მიჰყავს მომღერალს პირდაპირი ეთერიც და ავტომობილიც. აქებს როგორც მძღოლს და მიაჩნია, რომ ლელასთან ერთად ასაკის მატება მანაც დაივიწყა.

 

კახა მამულაშვილი: – პატარა სიურპრიზებით ვახალისებ პრიმადონას. ასაკს ყურადღებას არ ვაქცევთ და მგონი, უფრო ქვევით მოვდივართ. განწყობა ასეთი გვაქვს. ასაკზე არ უნდა იფიქრო და პოზიტიურად უნდა იყო განწყობილი. აუ, ამდენის ვხდები და ვბერდებიო, თუ აიკვიატე, გინდ კორონა შეგყრია და გინდა ამაზე ფიქრს დაუავადმყოფებიხარ. ეს უკვე ნევროზია. მაპატიეთ და საერთოდ არ მაინტერესებს ასაკი. მთავარი შინაგანი განწყობაა, რაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული.

 

ლელა მუდმივად სხვადასხვა ეტაპებზე გადადის ხოლმე. პროგრესირებს. ბოლოს როგორი ლელა აღმოჩინე?

 

– ლაივში რომ ვნახე, როგორ მიჰყავს მარტოს გადაცემა, ძალიან მოვიხიბლე.

 

– მანქანაც ასევე წარმატებით მიჰყავს? როგორი მძღოლია?

 

– სასწაული. მანაქანას უკან რომ მივდევ, მაშინვე ვხვდები, საჭესთან კაცი ზის თუ – მანდილოსანი. ლელა რომ საჭესთან ზის, შანსი არ არის გამოიცნო, რომ ქალი ზის საჭესთან. არ არსებობს. ოჯახშიც ჩანს როგორია. ოჯახსაც კაცის ხელი ეტყობა (იცინის).

 

– ლიდერია. როგორია მის გვერდით ცხოვრება?

 

– ჩემი უფლებები “შელახულია.”

 

– აწუწუნდი, არა?

 

– აღარ შველის, მაგრამ რა ვქნა, ვიწუწუნო მაინც.

ავტორი: თამარ გონგაძე

X