13:45 | 2020-02-04 ავტორი: Prime Time

ოჯახს სოციალური დახმარება არ ჰქონია მოხსნილი – სოცსააგენტო

ოჯახს სოციალური დახმარება არ ჰქონია მოხსნილი – სოცსააგენტო

ბაღდათში გველესიანების ოჯახს სოციალური დახმარება ამ მომენტისთვის მოხსნილი არ ქონია, – ასე ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ტრაგედიის შედაგედ გარდაცვლილ ოჯახს რამდენიმე თვით ადრე, დახმარება მოუხსნეს.

 

„ამ ოჯახს მოხსნილი არ ჰქონია დახმარება. ოქტომბერ- ნომებერში ჰქონდა შეჩერებული, რომლიც მომდევნო თვეს ერთიანად დაერიცხა. ისინი ყოველთვიურად 680 ლარს იღებდნენ“,- განმარტავს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე.

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც აცხადებენ, რომ გველესიანების ოაჯხი მერიიდან რამედნიმე სახის დახმარებას იღებდა.

 

იყენებდნენ ყველა იმ დახმარებას რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, მათ შორის სარგებლობდნენ უფასო სასადილოთი და მრავალშვილიანი ოჯახზე ფულადი დახმარებითაც, – აცხადებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ხათუნა კირკიტაძე.

 

ტრაგედიის შემდეგ, მედიაში გავრცელდა რამდენიემ ხნის წინ ჩაწერილი სიუჟეტი, რომელშიც ოჯახის დიასახლისი ყვებოდა, რომ გამომცემლობის ყოფილ შენობაში იყვნენ შესახლებულები.

 

მათ მთავარ შემოსავალს სოციალური დახმარება წარმოადგენდა, თუმცა ისიც შეუჩერეს იმის გამო, რომ მეზობლის დენით სარგებლობდა.

 

ბაღდათში ტრაგედია გუშინ საღამოს მოხდა. ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

 

დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები