17:09 | 2021-07-03 ავტორი: Prime Time

ოჯახმა ცხვარი გადაარჩინა, შემდეგ კი ფეხბურთის თამაში ასწავლა – ვიდეო 

ოჯახმა ცხვარი გადაარჩინა, შემდეგ კი ფეხბურთის თამაში ასწავლა – ვიდეო 

ინგლისში ოჯახმა ცხვარი გადაარჩინა, რომელსაც დედა მკვდარი ჰყავდა და ფეხბურთის თამაში ასწავლა.  ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ თამაშობს ბურთით ცხოვველი.

 


როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარმა ცხვარი თავიანთ სახლთან ახლოს, მინდორში იპოვეს. ფერმერი, რომლის მიწაზეც ცხვარი იპოვეს, თქვა, რომ მის გამოსაკვებად დრო არ ჰქონდა, ამიტომ მან ოჯახს ცხვარის წაყვანის უფლება მისცა.

 

როზი ოჯახმა საკუთარ სახლში აღზარდა, მალე ცხვარი ოჯახის ნაწილი გახდა. ოჯახმა პატარა ცხვარს ფეხბურთის თამაშიც კი ასწავლა.

 

„მას ძალიან უყვარდა მსახიობობა, ჩემი ქალიშვილი მასთან საათობით თამაშობდა ბაღში”, – თქვა შერიმ.

 

როდესაც ცხოველი გაიზარდა, ოჯახმა ცხვარი ფერმერს დაუბრუნა, თუმცა ფერმერმა იგი გაყიდა. ამის შემდეგ შერიმ ცხვრის დაბრუნება გადაწყვიტა.

 

”მე ვკითხე, როგორ შეგვეძლო მისი დაბრუნება, ფერმერმა კი გვითხრა, რომ ის მხოლოდ ცხვარია და ჩვენ არ გვჭირდება მისი დაბრუნება“,- იხსენებს შერი.

 

შერიმ ცხვრის შესახებ ფოტოები მალევე სოციალური ქსელით გაავრცელა. ბოლოს მან ცხვარი ერთ-ერთ ფერმაში აღმოაჩინა, სადაც ცხვრებს ხოცავდნენ.  შერიმ ცხვარი ახლიდან შეიძინა და ხელშეკრულება დადო, რომ ცხოველი სულ თავის ფერმაში ეყოლებოდა.

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!