fbpx
16:30 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

ოჯახმა მიცვალებული დაკრძალა, რამდენიმე დღეში კი შეატყობინეს, რომ ის ცოცხალია – შოკისმომგვრელი ამბავი როდოსიდან

ოჯახმა მიცვალებული დაკრძალა, რამდენიმე დღეში კი შეატყობინეს, რომ ის ცოცხალია – შოკისმომგვრელი ამბავი როდოსიდან

წარმოუდგენელი შემთხვევა კუნძულ როდოსზე მოხდა.

 

როგორც ირკვევა, 24 აპრილს მიხალი პეტრიდის ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის სარდაფში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

 

ვინაიდან ამ შენობაში ცხოვრობდა 73 წლის მოხუცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მუდმივად ექიმებთან დადიოდა, პოლიციამ ჩათვალა, რომ გარდაცვლილი სწორედ ეს მამაკაცი იყო და მის ოჯახს შეატყობინეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, როცა მათ ცხედარი მიუსვენეს, სასახლე დაკეტილი იყო და ექსპერტების მითითებების საფუძველზე, საერთოდ არ გახსნეს, რის გამოც, ოჯახმა მიცვალებული ფიზიკურად ვერ ნახა.

 

მიუხედავად ამისა, მამაკაცის შვილს სჯეროდა, რომ სასახლეში ნამდვილად მისი მამის ცხედარი იყო მოთავსებული.

 

დაკრძალვის ცერემონია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა.

 

აქედან რამდენიმე დღეში მათთან დარეკეს და უთხრეს, რომ 73 წლის მამაკაცი სინამდვილეში ცოცხალი იყო, რაც ნიშნავს, რომ მათ სრულიად უცხო ადამიანი დამარხეს.

 

“ერთ-ერთი დაწესებულებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო და მათთან იმყოფებოდა.

 

იქ იღებენ ადამიანებს, ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემებით. ეს იყო დიდი შოკი”, – ამბობს მისი ვაჟი.

 

როგორც ირკვევა, 73 წლის მამაკაცს ოჯახთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდა.

 

როდესაც ის ბოლოს ძალიან ავად გახდა, საავადმყოფოდან მიმღებ დაწესებულებაში მოათავსეს, რის შესახებაც მის შვილს არ შეატყობინეს.

 

უახლოეს მომავალში იგეგმება დამარხული გვამის ექსგუმაცია, რათა გამოძიება სისრულეში მოვიდეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X