00:08 | 2020-08-07 ავტორი: თამთა თორდია

ოჯახმა ხელი არ მკრა! – ქართველი ტრანსგენდერი ქალი

ოჯახმა ხელი არ მკრა! – ქართველი ტრანსგენდერი ქალი

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ანა კოვალენკო ყვება, რომ მისთვის ოჯახს ზურგი არასოდეს უქცევია და სწორედ ისინი დაეხმარნენ მას თავის დამკვიდრებაში.

დედას ვატყუებდი... თვალებში ვეღარ ვუყურებდი!..  - ტრანსგენდერი ქალის ემოციური აუდიოჩანაწერი
2020-07-06დედას ვატყუებდი... თვალებში ვეღარ ვუყურებდი!..  - ტრანსგენდერი ქალის ემოციური აუდიოჩანაწერი

 

„12 წლის ვიყავი როდესაც ბიცოლაჩემს მოვუყევი ჩემზე და მამაოსთან დავყავდი. ოჯახისთვის არ მითქვამს, მეშინოდა, მაგრამ ფაქტობრივად ისინი ყველაფერს ხვდებოდნენ.

 

ჩემი ამბავი ყველამ იცის, ოჯახმა მე ხელი არ მკრა. ბებიამ გამზარდა და დღემდე ოჯახთან ურთიერთობა მაქვს. ბებიაჩემის დახმარებითაა ყველაფერი და დღემდე გვერდით მიდგას, მაგის დახმარებით დავძლიე ყველაფერი. მან ჩემი მხარე დაიჭირა და დღემდე ასეა. როდესაც ოჯახის წევრებმა მაღიარეს მე გავიმარჯვე. ისინი თავის დამკვიდრებაში დამეხმარნენ“,- ყვება ტრანსგენდერი ქალი გადაცემა „სხვა ნანუკასთან“ საუბრისას.

 

მისი თქმით ის საკუთარი თავით კმაყოფილია.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X