fbpx
12:39 | 2020-07-16 ავტორი: ნინი ტაველიძე

ოჯახმა 12 წლის გოგო ერთ თვეში ორ მამაკაცზე გაათხოვა (კენია)

ოჯახმა 12 წლის გოგო ერთ თვეში ორ მამაკაცზე გაათხოვა (კენია)

კენიაში 12 წლის გოგო, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ორ მამაკაცზე გაათხოვეს, მთავრობამ გადაარჩინა. შემთხვევა ქალაქ ნაროკში მოხდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

 

გამოცემის ინფორმაციით, მამამ 12 წლის გოგო აიძულა 51 წლის კაცზე გათხოვილიყო. თუმცა, გოგონამ იქიდან გამოქცევა მოახერხა. შემდეგ კი, რადგანაც მშობლებთან ვერ დაბრუნდებოდა, 35 წლის მამაკაცზე გათხოვდა.

 

აშშ-ში მამინაცვალი არასრულწლოვან გოგოზე 20 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა
2020-05-31აშშ-ში მამინაცვალი არასრულწლოვან გოგოზე 20 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა

 

გოგონა, ქვეყნის მთავრობის დახმარებით, ბავშვთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა გაათავისუფლეს. კენიაში 18 წლამდე ასაკის ბავშვის გათხოვება კანონით ისჯება.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სიძემ ოჯახს, გოგონას სანაცვლოდ, 4 ძროხა შესთავაზა. გოგონამ გათხოვება გააპროტესტა, თუმცა ის ბიძაშვილებმა სცემეს.

 

„გამოქცევა მოვახერხე, თუმცა ვიცოდი ვერ დავბრუნდებოდი მამაჩემის სახლში. ამიტომ, 35 წლის მამაკაცზე გათხოვება გადავწყვიტე“,- ამბობს ის.

 

თუმცა, გოგონას მამამ ის მაინც იპოვა და ისევ 51 წლის კაცთან დააბრუნა.

 

პოლიცია გოგოს მამას და მის ქმრებს ეძებს, რომლებიც შემთხვევის გახმაურების შემდეგ მიიმალნენ. დამნაშავეებს 5 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმის სახით 10 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X