fbpx
23:35 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

ოჯახი, რომელიც მშობლიურ კარ-მიდამოს 30 წლის შემდეგ დაუბრუნდა

ოჯახი, რომელიც მშობლიურ კარ-მიდამოს 30 წლის შემდეგ დაუბრუნდა

ქალაქიდან სოფელში დაბრუნება – ამაში ახალი და უცნაური არაფერია.

 

ბოლო დროს განსაკუთრებით როცა პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა საკუთარ კარ-მიდამოს მიაშურა. მაგრამ ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით პანდემიამდე მოხდა.

 

ოჯახი, რომელიც 30  წლის წინ რაჭას ულამაზესი სოფლიდან თბილისში გადაბარგდა რძალმა ისევ მშობლიურ კარ-მიდამოს დაუბრუნა.

 

ჩვენი გმირებისთვის სახლში დაბრუნება სულაც არ ყოფილა მარტივი.

 

„სულ ვამბობდი, რომ რაჭა ისეთი მაგარია დასაკარგი არაათქო.  კარ-მიდამო დაკარგულად მიიჩნეოდა, 30 წელი ცოტა არაა, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა გვეპოვა, ხელი არ ჩავიქნიე.

 

ინტერნეტში ბატონი ლექსო ჩარკვიანის კამპანიაზე ვნახე სტატია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებულ სახლებს სიცოცხლეს უბრუნებდა. კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცა.

 

უნიკალური „პალტონკა“-ს ისტორია - 102 წლის მანქანა ფასანაურელი ექიმის კოლექციაშია
2020-05-19უნიკალური „პალტონკა“-ს ისტორია - 102 წლის მანქანა ფასანაურელი ექიმის კოლექციაშია

 

ისიც ვიფიქრე, თუ მეუღლის სახლს ვერ ვიპოვიდით, რაჭაში რომელიმე სოფელში შევიძენდი პატარა მიწას და სიურპრიზს გავუკეთებდი. მაგრამ ღვთის წყალობით საკუთარს მივაგენით“, – გვიყვება 27 წლის ეკა ჯალალაშვილი.

 

ეკა თბილისში ცხოვრობს, მისი ინტერესის სფერო ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა. თუმცა, უმთავრესი მაინც  რაჭისადმი სიყვარული აღმოჩნდა, საიდანაც არის მისი მეუღლე.

 

ეკა გვიყვება, რომ მისი და რაჭის ისტორია იწყება 2019 წლიდან, როცა პირველად დაიწყო მეუღლის სოფელზე ინფორმაციის მოძიება. ბევრი ეძება ინტერნეტში მაჩაიძეების ისტორია.

 

„ინტერნეტში აქტიურად ვეძებდი ადამიანებს, ვისაც ამ სოფელზე და ადგილობრივ მაჩაიძეებზე ექნებოდათ ინფორმაცია. ძებნის დროს შემთხვევით ვიპოვე ტრაფარეტის ფოტო, სადაც ომიაძეების და მაჩაიძეების  გვარები ეწერა.

იმედი მომეცა, რომ ვინმეს ემახსოვრებოდა ჩემი მამამთილის ოჯახი.

 

ვაჩვენე მეუღლეს და დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტეთ ოჯახთან ერთად რაჭაში წავსულიყავით. დღის ბოლოს მივაგენით სოფელს, მაგრამ სახლ-კარს ვერა, რადგან 30 წელში მცენარეების საფარს დაემალა სახლისგან რაც იყო დარჩენილი.

ბოლოს ადგილობრივები დაგვეხმარნენ მოძებნაში“, – ამბობს ის.

 

გოგონა ამბობს, რომ მისი მეუღლის ოჯახის კარ-მიდამოს მოძებნაში წვლილი ლექსო ჩარკვიანსაც მიუძღვის, რომელის რაჭაში რომელიც რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებულ სახლებს სიცოცხლეს უბრუნებს.

 

30 წლიანი განშორების შემდეგ პირველი ემოცია დაუვიწყარი აღმოჩნდა მაჩაიძეების ოჯახისთვის.
კაცი, რომელმაც საკუთარი კარ-მოდამო 30 წლის წინ დატოვა  92 წლის გულიკო ბებომ იცნო, რომელსაც დეტალურად ახსოვდა ყველაფერი.

 

უცნაური ამბავი - როგორ შეძლო ოთხფეხა გოგონამ ისტორიაში დახვეწილ პერსონად შესვლა
2020-05-09უცნაური ამბავი - როგორ შეძლო ოთხფეხა გოგონამ ისტორიაში დახვეწილ პერსონად შესვლა

 

სხვა რომ არაფერი რაჭა ხომ სიყვარულია თავისი უნიკალური ბუნებით.

 

„პირველივე წუთებიდან განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა, შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ულამაზესი ბუნება და  ადამიანების მხრიდან თბილი დამოკიდებულება.

 

სოფელი მთაზე, პირდაპირ ტყეშია, კავკასიონის საოცარი ხედები იშლება. ძალიან მიხარია, რომ ჩემ შვილს მიეცა შესაძლებლობა თავის სოფელში, ახლობლებთან ერთად გაატაროს ბავშვობის ჯადოსნური წლები.

შენობა, რომელიც პრინცმა ქუთაისელი მეუღლისთვის შეიძინა
2020-05-16შენობა, რომელიც პრინცმა ქუთაისელი მეუღლისთვის შეიძინა

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თუ გინდა ადამიანობა ასწავლო შვილს აუცილებლად უნდა ქონდეს კავშირი ასეთ ხალხთან და ბუნებასთან!“, – აღშნიშნავს რძალი.

 

საბოლოოდ, მაჩაიძეები სოფელ ჭიბრევში დაბრუნდნენ და დიდი გეგმები აქვთ. პირველ ეტაპზე სახლის შენება დაიწყეს, თუმცა, პანდემიის გამო გაჩერება მოუხდათ.

 

„ხელით ნაკეთი ნივთები სხვანაირად მიყვარს და ვფიქრობ რაჭულ ოდას, ტრადიციული ელემენტებით ჩემი მეუღლე საკუთარი ხელით ააშენებს, როგორც კი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება ყველაფერი.

 

ნელნელა ვეცნობი რაჭის ტრადიციებს. გვინდა მცირე მეურნეობასაც მივყოთ ხელი.

 

არ გამოვრიცხავთ, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ჭიბრევის უკეთ გაცნობას”, – ასეთია მაჩაიძეების ოჯახის გეგმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X