11:36 | 2020-07-27 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ოჯახი ადგენს, ვინ იყო მამაკაცი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაურეკა

ოჯახი ადგენს, ვინ იყო მამაკაცი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაურეკა

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე, ამ დრომდე ბურუსით არის მოცული.

 

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აპირებს, საქმის გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს და ყველა დეტალს ნათელი მოჰფინოს.

 

ბაჩალიაშვილის მამამ, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციელმა მას უთხრა, თითქოს “მისი შვილი შარში იყო გახვეული”.

 

2020-07-27"გზის მეორე მხარეს დედა ელოდებოდა... ბავშვის გარდაცვალებას შეესწრო" - არაგვისპირში მომხდარი ტრაგედია

 

რამიშვილი ბაჩალიაშვილის მამასთან ერთად, გეგმავს დაადგინოს პოლიციელის ვინაობა.

 

ადვოკატის თქმით, ძიებას აუცილებლად ბოლომდე გააგრძელებენ და გარდაცვლილის მამასთან ერთად პოლიციაში ზარის უცნობი ავტორის იდენტიფიცირებისთვის მისვლას გეგმავს.

 

“არის გარკვეულ ვერსიებზე საუბარი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არის კიდევ სხვა თემა.

 

უახლოეს დღეებში ჩემთან ერთად შეხვდება მამა გამომძიებელს და დეტალურად, უკვე შემდეგ დავადგენთ, ვინ იყო ეს პიროვნება თუ პიროვნებები, პოლიციელი იყო თუ არ იყო, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა მუქარა და შანტაჟის გამო.

„ყველა ოჯახს ელოდება ეს ტრაგედია... ჩემთან უნდა დამთავრდეს“ - ბაჩალიაშვილის მამა
2020-07-26„ყველა ოჯახს ელოდება ეს ტრაგედია... ჩემთან უნდა დამთავრდეს“ - ბაჩალიაშვილის მამა

 

პირობას ვიძლევი, რომ ამ საქმეში არავინ და ვერავინ დაუსჯელი არ იქნება,”-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

 

ახლა გარდაცვლილი ქალის ოჯახი და მათი უფლებადამცველი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც 1 კვირაში გახდება ცნობილი. სწორედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მოხვდა თუ არა ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X