fbpx
21:46 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

„ოფიციალურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვარ“ – ცესკოს პრეს-სპიკერის ორაზროვანი პასუხი პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე

„ოფიციალურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვარ“ – ცესკოს პრეს-სპიკერის ორაზროვანი პასუხი პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე „პრაიმტაიმთან“ არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან აღნიშნული პოსტი დატოვა. როგორც თავად ამბობს, ამ დრომდე ოფიციალურად ცესკოს თანამშრომელია.

 

„ოფიციალურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვარ. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ, მოგვიანებით აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას. წლების განმავლობაში გაწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ ახლა არის ეტაპი, როცა კომენტარს ამ საკითხზე არ ვაკეთებ“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ანა მიქელაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X