09:53 | 2020-06-03 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს – ზვიად ციკოლია „ნაცმოძრაობას“

ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს – ზვიად ციკოლია „ნაცმოძრაობას“

ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს – ასე მიმართა დიზაინერმა ზვიად ცოკილიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ მას საათები ორჯერ, უტენდეროდ დაუკვეთეს.

 

„ნაცმოძრაობის საყურადღებოდ! თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2ჯერ დამიკვეთეს საათები და ორივიჯერ ტენდერის გარეშე,  თუმცა მაშინ არავინ შეშფოთებულა. დაოკდით და ნერვებს მიხედეთ. ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს“ – წერს ზვიად ციკოლია.

 

ნაცმოძრაობის საყურადღებოდ! თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2ჯერ დამიკვეთეს საათები და ორივიჯერ ტენდერის გარეშე, თუმცა მაშინ არავინ შეშფოთებულა. დაოკდით და ნერვებს მიხედეთ. ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს

Posted by ზვიად ციკოლია on სამშაბათი, 02 ივნისი, 2020

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საათების თემა კვლავ აქტუალურია. ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ „რუსთავი-2“ – ის ეთერში ამ თემაზე განცხადებაც გააკეთა.

 

ნახევარმილიონიანი საათი რომ მეკეთოს, მილიარდერი უნდა ვიყო - ირაკლი ღარიბაშვილი
2020-06-02ნახევარმილიონიანი საათი რომ მეკეთოს, მილიარდერი უნდა ვიყო - ირაკლი ღარიბაშვილი

 

„ეს იყო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, სასაჩუქრე საათები, რომელიც არის ძალიან მიღებული ფორმა, ნებისმიერ ჯარში, თუნდაც ჩვენს ჯარში. ნაცმოძრაობის დროსაც ათასობით საათია შეძენილი. ცნობილი დიზაინერი, ბატონი ზვიად ციკოლია, მე ვთხოვე მას, რომ კიდევ ერთხელ შეექმნა ჯარისთვის ბრენდირებული საათი, რომელსაც აწერია “თავდაცვის ძალები”. 165 დოლარი ჯდება თითო საათი. თუ ეს ვინმეს ენანება, ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს მათ ნამუსზე იყოს.

 

ვის შორის ჩამეტარებინა ტენდერი, ციკოლიასა და მელიას შორის? რომელიც იდიოტივით გამოდის და თუთიყუშივით ლაპარაკობს ერთსა და იმავეს, თუ რომელი პოლიტიკოსია საათების დიზაინერი? ციკოლია ვიცით და მას დავუკვეთეთ პირდაპირ. საუბარია 83 ათას დოლარზე” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

 

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენატარი - +

X