00:42 | 2020-09-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ოფისების და ბანერების გარეშე“ – თამაზ მეჭიაური მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

„ოფისების და ბანერების გარეშე“ – თამაზ მეჭიაური მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

თამაზ მეჭიაური მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სოციალურ ქსელში წერს.

„კენჭისყრას ვაპირებ! ოფისების და ბანერების გარეშე…“ – წერს თამაზ მეჭიაური.


 

„პრაიმტაიმი“ ექსდეპუტატს დაუკავშირდა და მას პოლიტიკურ გეგმებზე  ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ის მესამე ძალას წარმოადგენს ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც არც ძველი და არც მოქმედი ხელისუფლება აღარ უნდათ.

 

რა ვიდეოს უქვეყნებს თენგიზ არჩვაძეს თამაზ მეჭიაური
2020-08-03რა ვიდეოს უქვეყნებს თენგიზ არჩვაძეს თამაზ მეჭიაური

 

„ვაპირებ დეპუტატობას, ეს ახალი არაა, მაგრამ არც ოფისები მაქვს და არც ბანერებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი. მცხეთა-მთიანეთის ოლქში, დიდი ალბათობით დავაყენებ ჩემს კანდიდატურას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ასევე, ჩემი პარტიიდან სიითაც ვიბრძოლებ დეპუტატობისთვის.

 

ამ ოლქში თითოეულ ჩემს კონკურენტს პატივს ვცემ და მათ ვერ შევაფასებ. რაც შეეხება რეგიონში მოსახლეობის აზრს, ცალსახა განწყობა არ იკვეთება. არიან ისეთებიც, ვისაც ურჩევნიათ, რომ დავრჩე არსებულ პოზიციაზე მუნიციპალიტეტში და მათთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.

 

ჩემს ამომრჩევლებს ვპირდები, რომ ის, რაც მუნიციპალიტეტში კეთდება, მთლიან ოლქში გაკეთდება და მათ ძლიერი ზურგი პარლამენტში ეყოლებათ, თუ არჩევნებს მოვიგებ.” – აცხადებს თამაზ მეჭიაური. 

 

ინტერვიუს სრული ვერსიის გასაცნობად კითხვა განაგრძეთ კითხვა… 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X