23:50 | 2020-05-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ოდესაში ხალხი ქუჩაში მაჩერებს, მეფერება, მკოცნის, ხელს მართმევს – მიხეილ სააკაშვილი

ოდესაში ხალხი ქუჩაში მაჩერებს, მეფერება, მკოცნის, ხელს მართმევს – მიხეილ სააკაშვილი

ოდესაში ჩვენ შევქმენით სერიოზული მემკვიდრეობა. როდესაც ჩაატარეს გამოკითხვა ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, პირველ ადგილზე გავედი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს იყო სწორედ ყველაზე მაღალი შედეგი ოდესის ოლქში. დღესაც მიხარია იქ ჩასვლა, რომ ხალხი ქუჩაში მაჩერებს მეფერება, მკოცნის, ხელს მართმევს.

 

კორონას დროს ეს მაინცდამაინც კარგი არ არის, მაგრამ ხალხს რაღაცა სიკეთეები ახსოვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X