19:38 | 2021-07-27 ავტორი: Prime Time

ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება – ნანა გეგეჭკორი

ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება – ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დაიჯერონ – კორონა არ არის გრიპი.

 


 

მასობრივ სანახაობად ნუ გადააქცევთ თქვენს გაკეთებულ ანალიზებს - რას მოუწოდებს ბიძინა კულუმბეგოვი ვცაქცინირებულებს
2021-07-27მასობრივ სანახაობად ნუ გადააქცევთ თქვენს გაკეთებულ ანალიზებს - რას მოუწოდებს ბიძინა კულუმბეგოვი ვცაქცინირებულებს

„საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში დღითიდღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყიფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა. იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტალებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს, რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება?

 

ნუთუ ასე რთულია გავიგოთ,  ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიკური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობაკ ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?

 

სანამ დროა, იქნებკ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებკ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს…

 

 

ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული

 

აიცერით, დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე, დაიცავით ჰიგიენის წესები, შეწყვიტეთ პრევენციის წესების უგულებელყოფით გამართული დიდი თავყრილობები.

გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, გთხოვთ“.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!