16:04 | 2021-05-27 ავტორი: Prime Time

ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს… – გიორგი ფხაკაძე

ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს… – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეოჩართვებში ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვიტარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

 

გთავაზობთ მთავარ მესიჯებს პირდაპირი ჩართვიდან:

 

კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.

 

კარგი ამბავი სამედიცინო სფეროდან - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს
2021-05-27კარგი ამბავი სამედიცინო სფეროდან - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს

 

ვცდილობდი, მაქსიმალურად ყოფილიყავით უახლესი ინფორმაციებით შეიარაღებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მიგეღოთ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ გებულობს, რას ვამბობ და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.

 

ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

 

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

 

ჩემს წინააღმდეგ ხართ განწყობილნი... არ მოგწონთ, რომ თქვენს მხარეს არ ვარ - ფხაკაძე „ნაციონალურ მოძრაობას“
2021-05-26ჩემს წინააღმდეგ ხართ განწყობილნი... არ მოგწონთ, რომ თქვენს მხარეს არ ვარ - ფხაკაძე „ნაციონალურ მოძრაობას“

 

იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.

 

პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.

 

მე გირჩევთ, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს და ეს 2-3 თვე (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი) როგორმე ფრთხილად გადავიტანოთ. ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რომ სექტემბრისთვის სასწავლო დაწესებულებები იყოს მომზადებული.

 

რაც მე დედის გინება, პირადი შეურაცხყოფა მაქვს გადატანილი ... თუ რამე სიბინძურე იყო, ყველაფერი დამაბრალეს - გიორგი ფხაკაძე კრიტიკოსებს პასუხობს
2021-05-11რაც მე დედის გინება, პირადი შეურაცხყოფა მაქვს გადატანილი ... თუ რამე სიბინძურე იყო, ყველაფერი დამაბრალეს - გიორგი ფხაკაძე კრიტიკოსებს პასუხობს

 

 

ევროპიდან და აშშ-დან ჩამოვა დიდი რაოდენობის ვაქცინები, წლის ბოლოსთვის წამლებიც მოგვისწრებს. მსოფლიოში უკვე ყველაფერი დალაგდა და ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მოვიდა ნორმალური მთავრობა. წინა მთავრობა იყო სუფთა „ბიზნესმენების კოლექცია“. ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში მოვიდნენ რეალური პოლიტიკოსები – მსოფლიო ლიდერი თავის ადგილას დაბრუნდა და მიხედავენ მსოფლიოს, ჩვენც.

 

იყავით პოზიტიურები, გაეცით სითბო, დაიცავით წესები, ნუ ნერვიულობთ თითოეულ მუტაციაზე. ვირუსის მუტაცია ნორმალური მოვლენაა, ხვალ შეიძლება ქუთაისური, სვანური, რაჭული, თბილისური, ან სულაც ვაკის მუტაცია გაჩნდეს. შეიძლება, მეგრული შტამიც გაჩნდეს, წარმოიდგინეთ, მეგრული შტამი რა იქნება, წიწაკიანი შტამი, ხო გადაგვივლის ყველას…. ისე, ალბათ, რაჭული შტამი ჯობს, რომ იყოს, ყველაზე ნელი მაინც იქნება.

 

ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X