16:03 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

ნუ შევწყვეტთ სწავლას! – ამირან გამყრელიძე სკოლებს ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას ურჩევს

ნუ შევწყვეტთ სწავლას! – ამირან გამყრელიძე სკოლებს ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას ურჩევს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებს სწავლის შეწყვეტის ნაცვლად ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას ურჩევს. მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს აქვთ.

 

„სწავლა და განათლება არის ჩვენთვის მთავარი. ნუ შევწყვეტთ ამას და გადავიდეთ, თუ შესაძლებელია, ონლაინ, ვირტუალურ გაკვეთილებზე,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. საქართველოში კარანტინში 97 ადამიანია, მათგან 40 სამედიცინო დაწესებულებებშია. გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიაში თბილისიდან, გორიდან და ქუთაისიდან გადასამოწმებლად სულ 14 სინჯია გადაგზავნილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები